საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი ჯიუ
ადმინისტრაციასაერთაშორისო სტუდენტების მოზიდვის მენეჯერი
გამოქვეყნდა 2 ოქტბოლო ვადა: 2 ნოე
- მისამართი
- ქ. თბილისი
სრული აღწერა
"საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი" (GIU) აცხადებს ვაკანსიას — საერთაშორისო სტუდენტების მოზიდვის მენეჯერი
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
დეპარტამენტი: საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური
ძირითადი მოვალეობები:
- საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე უცხოელი სტუდენტების მოზიდვის ეფექტური სტრატეგიების დაგეგმვა და განხორციელება.
- საერთაშორისო საგანმანათლებლო სააგენტოებთან, რეკრუტერებთან და პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის დამყარება და მართვა.
- პოტენციურ სტუდენტებთან კომუნიკაცია (ელ.ფოსტა, სოციალური ქსელები, ვებინარები, გამოფენები) და მათი მიღების პროცესში მხარდაჭერა.
- აპლიკანტებისთვის დეტალური ინფორმაციის მიწოდება აკადემიური პროგრამების, სწავლის საფასურის, მიღების მოთხოვნების, ვიზის პროცედურებისა და საქართველოში ცხოვრების პირობების შესახებ.
- საერთაშორისო განათლების ბაზრის ტენდენციების მონიტორინგი, სამიზნე რეგიონების ანალიზი (აზია, ახლო აღმოსავლეთი, ევროპა, აფრიკა და ა.შ.) და ახალი შესაძლებლობების იდენტიფიცირება.
- უნივერსიტეტის წარდგენა საერთაშორისო საგანმანათლებლო გამოფენებსა და ონლაინ ღონისძიებებზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ბაკალავრის ხარისხი ბიზნესის ადმინისტრირების, მარკეტინგის, საერთაშორისო ურთიერთობების ან მომიჯნავე სფეროში.
- მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება საერთაშორისო სტუდენტების რეკრუტინგის, უნივერსიტეტის მიღების ან საგანმანათლებლო კონსულტაციების სფეროში.
- ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა (C1). დამატებითი ენების ცოდნა (არაბული, რუსული, ფრანგული და ა.შ.) ჩაითვლება უპირატესობად.
- საერთაშორისო საგანმანათლებლო სააგენტოებთან არსებული კონტაქტები ჩაითვლება დიდ უპირატესობად.
- ძლიერი კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების უნარი, კროსკულტურული კომუნიკაციის გამოცდილება, CRM სისტემებთან მუშაობის უნარი.
რას გთავაზობთ:
- ფიქსირებული ანაზღაურება + ბონუსურ სისტემას მოზიდული სტუდენტების რაოდენობის მიხედვით.
- პროფესიული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას.
- საერთაშორისო მივლინებებსა და საგანმანათლებლო გამოფენებში მონაწილეობის შესაძლებლობას.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე: hr@university.edu.ge. გთხოვთ, სათაურის ველში (Subject) მიუთითოთ: "საერთაშორისო სტუდენტების მოზიდვის მენეჯერი ".
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
