საერთაშორისო შესყიდვების სპეციალისტი
გამოქვეყნდა 28 ოქტბოლო ვადა: 28 ნოე
- ანაზღაურება
- 3 000–4 000 ₾
- მისამართი
- ლილო, ლოჭინის ხევი, თბილისი
- ბენეფიტები
- 3000-4000 ლარი (ხელზე ასაღები) · წლიურ ბონუსს · ჯანმრთელობის დაზღვევას
სრული აღწერა
ლოჯისტიკურ კომპანიაში ვეძებთ საერთაშორისო შესყიდვების სპეციალისტს, რომელიც უზრუნველყოფს საერთაშორისო მომწოდებლებთან ეფექტურ თანამშრომლობას, იმპორტის პროცესების მართვას და მარაგების ოპტიმალურ დაგეგმვას.
ძირითადი მოვალეობები:
- საერთაშორისო მომწოდებლებთან ურთიერთობის წარმოება.
- პროდუქციის მიწოდების, საფასო პოლიტიკისა და შესაბამისი დოკუმენტაციის მართვა.
- საბაჟო ბროკერებთან თანამშრომლობა იმპორტის ოპერაციების შეუფერხებელი მიმდინარეობისთვის.
- მოთხოვნის პროგნოზირება, უსაფრთხო მარაგის გაანგარიშება და საწყობის დროული შევსება.
- მომწოდებლების ეფექტურობის და შეკვეთის შესრულების ვადების მონიტორინგი.
- მონაცემების ზუსტი ასახვა ERP სისტემებში.
მოთხოვნები:
- საერთაშორისო შესყიდვებისა და იმპორტის მიმართულებით მუშაობის სულ მცირე 2-3 წლიანი სამუშაო გამოცდილება.
- საერთაშორისო ლოჯისტიკისა და საბაჟო პროცედურების ცოდნა.
- ინგლისური ენის მაღალ დონეზე ფლობა.
- ERP სისტემებთან და MS Excel-თან მუშაობის გამოცდილება.
ჩვენ გთავაზობთ:
- ანაზღაურება: 3000-4000 ლარი (ხელზე ასაღები).
- წლიურ ბონუსს.
- ჯანმრთელობის დაზღვევას.
- კვების თანხას.
- სატელეფონო ლიმიტს.
სამუშაო ადგილი: ლილო, ლოჭინის ხევი, თბილისი.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი CV ელ-ფოსტაზე: qqoreulashvili@gmail.com
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
