საერთაშორისო შესყიდვების მენეჯერი
- მისამართი
- თბილისი, ევგენია მაისურაძის 1
- სამუშაო გრაფიკი
- სრული
- ბენეფიტები
- მზარდ კომპანიას, დინამიური და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდით · სხვა წამახალისებელ ბენეფიტებს სამუშაოს შესრულების ხარისხსა და შედეგებზე დაყრდნობით · ანაზღაურება - ფიქსირებული
- მთავარი მოთხოვნა
- ინგლისური ენის ცოდნა, როგორც წერითი, ასევე სასაუბრო (სასურველია რუსული ენის ცოდნა)
სრული აღწერა
კომპანიის შესახებ:
კომპანია "სმოტორს"-ი 2001 წლიდან ახორციელებს ავტომობილების სათადარიგო ნაწილების, იმპორტსა და რეალიზაციას საქართველოს მთელს ტერიტორიაზე.
დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ ეწვიეთ ჩვენს გვერდს: დამსაქმებლის გვერდის ნახვა
"SMOTORS" - ხარისხი დეტალებშია!
პოზიციის დასახელება: საერთაშორისო შესყიდვების მენეჯერი
მდებარეობა: თბილისი, ევგენია მაისურაძის 1
სამუშაო გრაფიკი: სრული.
სამუშაოს მოკლე აღწერა:
- კომპანიის საჭიროებიდან გამომდინარე, შესყიდვების/იმპორტის სრული ციკლის შეუფერხებლად დაგეგმვა / ორგანიზება.
- მომწოდებლების საერთაშორისო ბაზრის კვლევა, შესასყიდი პროდუქციის ტექნიკური და ხარისხობრივი შესწავლა და ანალიზი; ფასების ანალიტიკა და ოპტიმიზაცია.
- სასაწყობე ნაშთების მაჩვენებლების მიხედვით პროდუქციის შეკვეთების წინასწარი განსაზღვრა; პოტენციურ/არსებულ მომწოდებლებთან ხელშეკრულების პირობების, მოწოდების ვადებისა და გადახდის პირობების მუდმივი კონტროლი; პერიოდულად შეთანხმების/მოლაპარაკების პირობების განახლება;ფასების მინიმალიზაციის მიზნით.
- მომწოდებლებისგან წარმოდგენილი დოკუმენტაციის სისწორის კონტროლი;
- პროდუქციის წარმოების ვადების კონტროლი შესყიდვის მოთხოვნიდან საწყობში მოწოდებამდე;
- სატრანსპორტო კომპანიების ბაზის ფორმირება, მათი მომსახურების ვადებისა და ფასების მუდმივი კონტროლი/ შედარება ოპტიმალური შემოთავაზებების მისაღწევად;
- ტვირთის გადაზიდვისთვის საჭირო დოკუმენტების, დეკლარირებული ინფორმაციის სისწორის და თანმხლები დოკუმენტების სისრულის მუდმივი კონტროლი;
- საბაჟო კონტროლისთვის საჭირო დოკუმენტების მომზადება და პროცედურების კონტროლი;
- იმპორტირებული პროდუქციის შიდა ტრანსპორტირების (საბაჟო გამშვები პუნქტიდან ცენტრალურ საწყობამდე) უზრუნველყოფა.
- კომპეტენციის ფარგლებში ხელმძღვანელობის სხვა დავალებების შესრულება; ასევე
შესყიდვების რეპორტის მომზადება და უშუალო ხელმძღვანელისთვის წარდგენა წინასწარ
განსაზღვრული პერიოდულობით;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სავალდებულოა ინგლისური ენის ცოდნა, როგორც წერითი, ასევე სასაუბრო (სასურველია რუსული ენის ცოდნა)
- აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- ექსელის მაღალ დონეზე ცოდნა;
ჩვენ გთავაზობთ:
- მზარდ კომპანიას, დინამიური და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდით;
- სხვა წამახალისებელ ბენეფიტებს სამუშაოს შესრულების ხარისხსა და შედეგებზე დაყრდნობით.
- ანაზღაურება - ფიქსირებული
თუ ფიქრობთ, რომ თქვენთვის ჩვენი ვაკანსია საინტერესოა და თქვენი შესაძლებლობები შეესაბამება განაცხადის მოთხოვნებს, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ. მისამართზე:
cv@smotors.ge. სათაურის ველში Subject აუცილებელია ვაკანსიის დასახელების მითითება.
კომპანია "სმოტორს"-ი უზრუნველყოფს თანაბარ შესაძლებლობებს ყველა კანდიდატისთვის მიუხედავად მათი სქესის, რელიგიური აღმსარებლობის, რასის, წარმომავლობისა თუ პოლიტიკური შეხედულებებისა.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
