საერთაშორისო შესყიდვების მენეჯერი
- მისამართი
- თბილისი, ევგენია მაისურაძის 1
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- სამუშაო რეჟიმი
- ადგილზე
- სამუშაო გრაფიკი
- სრული
- ბენეფიტები
- მზარდ კომპანიას, დინამიური და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდით · სხვა წამახალისებელ ბენეფიტებს სამუშაოს შესრულების ხარისხსა და შედეგებზე დაყრდნობით · ანაზღაურება - ფიქსირებული
- მთავარი მოთხოვნა
- ინგლისური ენის ცოდნა, როგორც წერითი, ასევე სასაუბრო (სასურველია რუსული ენის ცოდნა)
სრული აღწერა
მდებარეობა: თბილისი, ევგენია მაისურაძის 1
სამუშაო გრაფიკი: სრული.
კომპანია "სმოტორს"- ი 2001 წლიდან ახორციელებს ავტომობილების სათადარიგო ნაწილების, იმპორტსა და რეალიზაციას საქართველოს მთელს ტერიტორიაზე.
დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ ეწვიეთ ჩვენს გვერდს: დამსაქმებლის გვერდის ნახვა
"SMOTORS" - ხარისხი დეტალებშია!
პოზიციის დასახელება: საერთაშორისო შესყიდვების მენეჯერი
სამუშაოს მოკლე აღწერა:
- კომპანიის საჭიროებიდან გამომდინარე, შესყიდვების/იმპორტის სრული ციკლის შეუფერხებლად დაგეგმვა / ორგანიზება.
- მომწოდებლების საერთაშორისო ბაზრის კვლევა, შესასყიდი პროდუქციის ტექნიკური და ხარისხობრივი შესწავლა და ანალიზი; ფასების ანალიტიკა და ოპტიმიზაცია.
- სასაწყობე ნაშთების მაჩვენებლების მიხედვით პროდუქციის შეკვეთების წინასწარი განსაზღვრა; პოტენციურ/არსებულ მომწოდებლებთან ხელშეკრულების პირობების, მოწოდების ვადებისა და გადახდის პირობების მუდმივი კონტროლი; პერიოდულად შეთანხმების/მოლაპარაკების პირობების განახლება;ფასების მინიმალიზაციის მიზნით.
- მომწოდებლებისგან წარმოდგენილი დოკუმენტაციის სისწორის კონტროლი;
- პროდუქციის წარმოების ვადების კონტროლი შესყიდვის მოთხოვნიდან საწყობში მოწოდებამდე;
- სატრანსპორტო კომპანიების ბაზის ფორმირება, მათი მომსაუხრების ვადებისა და ფასების მუდმივი კონოტროლი/ შედარება ოპტიმალური შემოთავაზებების მისაღწევად;
- ტვირთის გადაზიდვისთვის საჭირო დოკუმენტების, დეკლარირებული ინფორმაციის სისწორის და თანმხლები დოკუმენტების სისრულის მუდმივი კონტროლი;
- საბაჟო კონტროლისთვის საჭირო დოკუმენტების მომზადება და პროცედურების კონტროლი;
- იმპორტირებული პროდუქციის შიდა ტრანსპორტირების (საბაჟო გამშვები პუნქტიდან ცენტრალურ საწყობამდე) უზრუნველყოფა.
- კომპეტენციის ფარგლებში ხელმძღვანელობის სხვა დავალებების შესრულება; ასევე შესყიდვების რეპორტის მომზადება და უშუალო ხელმძღვანელისთვის წარდგენა წინასწარ განსაზღვრული პერიოდულობით;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სავალდებულოა ინგლისური ენის ცოდნა, როგორც წერითი, ასევე სასაუბრო (სასურველია რუსული ენის ცოდნა)
- აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- ექსელის მაღალ დონეზე ცოდნა;
ჩვენ გთავაზობთ:
- მზარდ კომპანიას, დინამიური და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდით;
- სხვა წამახალისებელ ბენეფიტებს სამუშაოს შესრულების ხარისხსა და შედეგებზე დაყრდნობით.
- ანაზღაურება - ფიქსირებული
თუ ფიქრობთ, რომ თქვენთვის ჩვენი ვაკანსია საინტერესოა და თქვენი შესაძლებლობები შეესაბამება განაცხადის მოთხოვნებს, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ. მისამართზე:
cv@smotors.ge სათაურის ველში Subject აუცილებელია ვაკანსიის დასახელების მითითება.
კომპანია „სმოტორს“-ი უზრუნველყოფს თანაბარ შესაძლებლობებს ყველა კანდიდატისთვის მიუხედავად მათი სქესის, რელიგიური აღმსარებლობის, რასის, წარმომავლობისა თუ პოლიტიკური შეხედულებებისა.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!
დამატებითი პირობები და მოთხოვნები
- გამოცდილების დონე / რგოლი
- საწყისი რგოლი
- დასაქმების ფორმა
- ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა
- ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- განათლების დონე(ები)
- მაგისტრი, დოქტორი, ბაკალავრი, არასრული საშუალო განათლება, საშუალო განათლება, სხვა, პროფესიული კოლეჯი
- ენები
- ქართული
- ენები
- ქართული
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

