კომპანია
ადმინისტრაციასაერთაშორისო პაციენტებთან/პარტნიორებთან ურთიერთობის მენეჯერი
გამოქვეყნდა 9 ოქტბოლო ვადა: 9 ნოე
- ქალაქი
- თბილისი
- სამუშაო გრაფიკი
- ორშ–პარ, 09:30-17:30
- მთავარი მოთხოვნა
- რეპროდუქციული მედიცინის კლინიკაში უშუალოდ გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება
სრული აღწერა
კომპანია აცხადებს ვაკანსიას საერთაშორისო პაციენტებთან და პარტნიორებთან ურთიერთობის მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო პირობები:
- ლოკაცია: თბილისი;
- სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:30-17:30.
სამუშაო აღწერილობა:
მკურნალობის პროგრამების გაყიდვების ზრდა:
- ახალი საერთაშორისო პარტნიორებისა (B2B) და პაციენტების (B2C) მოზიდვა ყველა შესაძლო ინსტრუმენტის და არხის გამოყენებით, რაც კლინიკის მომსახურებების პოპულარიზაციასა და პროგრამების გაყიდვების ზრდას უზრუნველყოფს;
- პაციენტებისა და პარტნიორებისთვის მომსახურების პაკეტების შეთავაზება, პირობების დეტალური გაცნობა და მათი დაინტერესება კლინიკის სერვისებით;
- საერთაშორისო პარტნიორებისა და პაციენტების ნდობის მოპოვება და მათი ლოიალობის გაძლიერება, რაც კლინიკის შემოსავლების ზრდის საფუძველს წარმოადგენს.
მარკეტინგულ საქმიანობაში ჩართულობა:
- კლინიკის მიერ ორგანიზებულ სემინარების, კონფერენციების, გამოფენებისა თუ ვებინარების ორგანიზებაში ჩართულობა და მონაწილეობა;
- მიზნობრივ ქვეყნებში პოტენციური პაციენტებთან შეხვედრების ან/და ღონისძიებების ორგანიზება და მონაწილეობა.
პარტნიორებთან და პაციენტებთან კომუნიკაცია:
- სააგენტოებთან, აგენტებთან და პაციენტებთან ურთიერთობის დამყარება და შეუფერხებელი კომუნიკაციის უზრუნველყოფა პროგრამების გაყიდვის პროცესში;
- საჭიროების შემთხვევაში, მკურნალობის პროცესში მყოფ პაციენტებთან კომუნიკაციის უზრუნველყოფა;
- ნეგატიური უკუკავშირის შემთხვევაში, პრობლემის იდენტიფიცირება, გამოსწორება და კეთილგანწყობის აღდგენა.
ფინანსური ოპერაციების მონიტორინგი: ბილინგ მენეჯერთან ერთად მკურნალობის პაკეტების ან შეთანხმებული ინვოის (ებ)ის შექმნა და ჩარიცხვების მონიტორინგი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ინგლისური ენა — B2;
- რუსული ენა — B2;
- აუცილებელია რეპროდუქციული მედიცინის კლინიკაში უშუალოდ გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება.
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ შეავსოთ მითითებული ბმული: დამსაქმებლის გვერდის ნახვა
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
