საერთაშორისო გადაზიდვების ლოჯისტი
გამოქვეყნდა 22 სექბოლო ვადა: 22 ოქტ
- ანაზღაურება
- 1 000+ ₾
- სამუშაო გრაფიკი
- ორშ–პარ, 10:00-18:00
- მისამართი
- თბილისი, იური გაგარინის ქუჩა №13, მეორე სართული
სრული აღწერა
"IMEX Cargo Logistics" აცხადებს ვაკანსიას საერთაშორისო გადაზიდვების ლოჯისტის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- საერთაშორისო გადაზიდვებისთვის მანქანებისა და სატრანსპორტო პარტნიორების მოძიება;
- მძღოლებთან, დისპეტჩერებსა და სატრანსპორტო კომპანიებთან კომუნიკაცია;
- ტარიფებისა და თანამშრომლობის პირობების შეთანხმება;
- გაყიდვების გუნდთან კოორდინირებული მუშაობა;
- მიმდინარე გადაზიდვების კონტროლი და სტატუსების განახლება;
- ახალი პარტნიორების მოძიება და კომპანიის ბაზის განვითარება;
- სამუშაო ინფორმაციის კომპანიის პროგრამაში სრულად დაფიქსირება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- რუსული ან თურქული ენიდან მინიმუმ ერთ-ერთის სამუშაო დონეზე ცოდნა სავალდებულოა;
- საერთაშორისო გადაზიდვების ან ლოჯისტიკის სფეროში გამოცდილება სასურველია;
- კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარი;
- პასუხისმგებლობა, ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტაცია;
- გუნდური მუშაობისა და რამდენიმე დავალების ერთდროულად მართვის უნარი.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო ადგილი — თბილისი, იური გაგარინის ქუჩა №13, მეორე სართული;
- სამუშაო გრაფიკი — ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00;
- ფიქსირებული ანაზღაურება — 1, 000 ლარიდან ხელზე (ფიქსირებული ხელფასის საბოლოო ოდენობა განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით);
- დამატებით მოქმედებს ინდივიდუალური და გუნდური ბონუსებისა და პრემიების სისტემა;
- კომპანია უზრუნველყოფს სამუშაო სისტემისა და IMEX OS-ის სწავლებას;
- გათვალისწინებულია პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობა.
თუ ვაკანსიის პირობები თქვენთვის მისაღებია, გამოგზავნეთ რეზიუმე ელფოსტაზე: career@imexcargo.ge
წერილის სათაურში აუცილებლად მიუთითეთ: "ლოჯისტი". პოზიციის დასახელების გარეშე გამოგზავნილი განაცხადები არ განიხილება.
დამატებითი პირობები და მოთხოვნები
- ანაზღაურების პირობები
- ფიქსირებული 1, 000 ლარიდან ხელზე (ფიქსირებული ხელფასის საბოლოო ოდენობა განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით);
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
