სადილერო გაყიდვების მენეჯერი
გამოქვეყნდა 5 ნოებოლო ვადა: 5 დეკ
- მისამართი
- თბილისი, ბელიაშვილის 149
- სამუშაო გრაფიკი
- 09:30-18:00 ორშაბათი-შაბათი; (1 მოკლე დღე)
სრული აღწერა
შპს "მაქსთერმი" რომელიც 2005 წლიდან პოზიციონირებს ქართულ ბაზარზე, როგორც ერთ-ერთი ლიდერი კომპანია გათბობის, გაგრილების, სავენტილაციო და საკანალიზაციო სისტემების მოწყობის მიმართულებით, აცხადებს ვაკანსიას სადილერო გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ბელიაშვილის 149
ძირითადი მოვალეობები:
- სადილერო ქსელის მართვა და განვითარება;
- ახალი პარტნიორების მოძიება;
- მოლაპარაკებების წარმართვა და ხელშეკრულების გაფორმება;
- დილერებისთვის პროდუქციის ასორტიმენტის წარდგენა, სიახლეებისა და აქციების შესახებ ოპერატიული ინფორმირება;
- დილერებთან ანგარიშსწორებისა და გადახდის ვადების კონტროლი;
- გაყიდვების გეგმის შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების, მარკეტინგის ან ეკონომიკის მიმართულებით);
- სამუშაო გამოცდილება B2B გაყიდვების ან სადილერო ქსელის მართვის მიმართულებით.
კომპანია გთავაზობთ: ჯანმრთელობის დაზღვევას; დამატებითი თავისუფალი დღე (ე.წ day off);
სამუშაო საათები: 09:30-18:00 ორშაბათი-შაბათი; (1 მოკლე დღე)
ხელფასი + ბონუსი
დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: hr@maxtherm.ge და ელ-ფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - სადილერო გაყიდვების მენეჯერი.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
