სადაზღვევოებთან ურთიერთობის მენეჯერი
გამოქვეყნდა 25 ნოებოლო ვადა: 25 დეკ
- გამოცდილება
- სამედიცინო სექტორში ან სადაზღვევო კომპანიაში მუშაობის მინიმუმ 1-2-წლიანი გამოცდილება
სრული აღწერა
ვეძებთ მოტივირებულ და გამოცდილ კადრს სადაზღვევოებთან ურთიერთობის მენეჯერის პოზიციაზე. თანამშრომლის მთავარი მოვალეობა იქნება კლინიკასა და სადაზღვევო კომპანიებს შორის ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფა, ანგარიშსწორებისა და ავტორიზაციების პროცესების მართვა.
ძირითადი მოვალეობები:
- სადაზღვევო კომპანიებთან კომუნიკაცია: ყოველდღიური ურთიერთობა სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლებთან და საკითხების სწრაფი ოპერირება.
- ავტორიზაციების მართვა: პაციენტების სამედიცინო მომსახურების სადაზღვევო დაფარვების მოთხოვნა, საგარანტიო წერილების მიღება/გადამოწმება.
- დოკუმენტაციის მომზადება და რეესტრები: სადაზღვევო შემთხვევების შესაბამისი სამედიცინო და ფინანსური დოკუმენტაციის სრული წესრიგით წარმოება.
- ანგარიშსწორება და კონტროლი: შესრულებული სამუშაოების რეესტრების მომზადება, სადაზღვევოში გადაგზავნა და დებიტორული დავალიანებების კონტროლი.
- ხელშეკრულებების მართვა: არსებული სადაზღვევო ხელშეკრულებების პირობების ცოდნა, განახლება და ახალ კომპანიებთან თანამშრომლობის ინიციირება.
- პაციენტთა კონსულტაცია: საჭიროების შემთხვევაში, პაციენტებისთვის სადაზღვევო პოლიტიკით გათვალისწინებული პირობების განმარტება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- განათლება: უმაღლესი განათლება (უპირატესობად ჩაითვლება ჯანდაცვის მენეჯმენტი, ბიზნესის ადმინისტრირება ან სამედიცინო განათლება).
- გამოცდილება: სამედიცინო სექტორში ან სადაზღვევო კომპანიაში მუშაობის მინიმუმ 1-2-წლიანი გამოცდილება.
- სამედიცინო საინფორმაციო სისტემებთან (MIS) მუშაობის გამოცდილება.
პიროვნული უნარები:
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა.
- ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმართვის უნარი.
- სტრესულ გარემოში სწრაფი რეაგირებისა და პრობლემების გადაჭრის უნარი.
- გუნდური მუშაობის უნარი.
განაცხადის მიღების წესი
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელფოსტაზე: vacancy@jerarsi.ge
სათაურის ველში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ: "სადაზღვევოებთან ურთიერთობის მენეჯერი".
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

