ვუვლისადაზღვევო შემთხვევის სპეციალისტი
- მთავარი მოთხოვნა
- ასაკი აღემატებოდეს 21 წელს
სრული აღწერა
კომპანია ვუვლი აცხადებს ვაკანსიას სადაზღვევო შემთხვევის სპეციალისტის პოზიციაზე.
კომპანია „ვუვლი“ მომხმარებლებს ავტომობილის მოვლა-შენახვასთან დაკავშირებული ნებისმიერი სერვისის ორგანიზებას სთავაზობს. კომპანია სრულიად განსხვავებულ, თანამედროვე და ნდობაზე დაფუძნებულ სტანდარტებს ქმნის ავტო მომსახურების სფეროში. ჩვენ გამოვირჩევით ძლიერი და მეგობრული გუნდით და გთავაზობთ გარემოს, რომელიც ორიენტირებულია თქვენს კარიერულ ზრდასა და განვითარებაზე.
პასუხისმგებლობები:
- სადაზღვევო შემთხვევის დროს შემთხვევის ადგილზე მისვლა;
- დაზღვეულთან კომუნიკაცია;
- ჩართულ მესამე მხარესთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში) კომუნიკაცია;
- საპატრულოსთან კომუნიკაცია;
- შემთხვევის ადგილის დასურათება;
- შესაბამისი დოკუმენტაციის შევსება;
- სხვა დავალებები და პასუხისმგებლობები მოთხოვნის შესაბამისად.
მოთხოვნები:
- სასურველია ინგლისური ან/და რუსულის ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
- აუცილებელია ასაკი აღემატებოდეს 21 წელს;
- აუცილებელია მართვის მოწმობა (B კატეგორია)
- უპირატესობად ჩაითვლება მოპედის მართვის მოწმობა;
- მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება (უპირატესად ჩაითვლება სადაზღვევო მიმართულება).
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე.
კომპანიის შესახებ დეტალური ინფორმაციისა და სიახლეების სანახავად ეწვიეთ ბმულს: www.linkedin.com — ბმულის გახსნა.
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
"ვუვლი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - სადაზღვევო შემთხვევის სპეციალისტი, ქალაქში - თბილისი.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: განაცხადის შევსება
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
