სადაზღვევო შემთხვევების მართვის სპეციალისტი
გამოქვეყნდა 19 ოქტბოლო ვადა: 19 ნოე
- სამუშაო გრაფიკი
- ორშ–პარ 10:00-18:00, შაბათი 10:00-14:00
- მისამართი
- ვერა
- მთავარი მოთხოვნა
- უმაღლესი სამედიცინო განათლება (განიხილებიან როგორც მედიცინის, ასევე სტომატოლოგიისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის კურსდამთავრებულები)
სრული აღწერა
განვითარება, მხარდაჭერა, შედეგიანობა და შინაგანი სიმშვიდე ის ღირებულებებია, რომლებიც ჩვენს კორპორატიულ კულტურას ქმნიან.
"იმედი L"-ში დასაქმება გულისხმობს სტაბილურობას, სიახლეებს და ცოდნის უწყვეტ გაზიარებას. ჩვენ ვეძებთ გუნდის ახალ წევრს, რომელიც გაიზიარებს ჩვენს ღირებულებებს და ერთად კიდევ უფრო ბევრ წარმატებას მივაღწევთ!
"იმედი L" აცხადებს ვაკანსიას სადაზღვევო შემთხვევების მართვის სპეციალისტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ვერა
სამუშაო საათები: ორშაბათი - პარასკევი 10:00-18:00, შაბათი 10:00-14:00
სამუშაო ფორმატი: საოფისე
ძირითადი მოვალეობები:
- დაზღვეულების მიერ წარდგენილი სამედიცინო და ფინანსური დოკუმენტაციის გადამოწმება და ჩაბარება;
- გარკვეული ლიმიტის ფარგლებში სამედიცინო შემთხვევების ანაზღაურებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღება;
- სადაზღვევო შემთხვევების პროგრამული ასახვა და მიღებული დოკუმენტაციის დაარქივება;
- მომხმარებლისთვის დაზღვევის პირობების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდება ხელშეკრულებიდან შესაბამისი მუხლის/პუნქტის გათვალისწინებით.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სავალდებულოა უმაღლესი სამედიცინო განათლება (განიხილებიან როგორც მედიცინის, ასევე სტომატოლოგიისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის კურსდამთავრებულები);
- MS Office პროგრამების ცოდნა;
- სასურველია ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.
აუცილებელი უნარები:
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- სტრესული სიტუაციების მართვის უნარი;
- ყურადღებიანი და დეტალებზე ორიენტირებული;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
სადაზღვევო კომპანია "იმედი L" მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას.
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
იმედი L აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - სადაზღვევო შემთხვევების მართვის სპეციალისტი.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს:
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

