სადაზღვევო შემთხვევების ადმინისტრატორი
გამოქვეყნდა 25 ნოებოლო ვადა: 15 დეკ
- მისამართი
- თბილისი; ალ. ყაზბეგის გამზ. #24ბ
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- სამუშაო რეჟიმი
- ადგილზე
- გამოცდილება
- საშუალო (middle), 2 წლამდე
- ბენეფიტები
- დაზღვევა, day off, უფასო სასაუბრო დრო
სრული აღწერა
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს
გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს:
თუ მზად ხარ სიახლეებისა და ვარსკვლავებთან თამაშისთვის, ამასთანავე, გსურს გახდე ყველაზე ციფრული სადაზღვევო კომპანიის წევრი, ვფიქრობთ, სადაზღვევო შემთხვევების ადმინისტრატორის ვაკანსია დაგაინტერესებს.
- სამუშაო ადგილი: თბილისი; ალ. ყაზბეგის გამზ. #24ბ
- განაკვეთი: ორშაბათი-ხუთშაბათი, 10:00-19:00 სთ;
პარასკევი, 10:00-17:00 სთ;
შენი, როგორც სადაზღვევო შემთხვევების ადმინისტრატორის მთავარი ფუნქციები იქნება:
- სადაზღვევო შემთხვევების ადმინისტრირება;
- კომიტეტის ოქმების წარმოება;
- წარდგენილი დოკუმენტების სისრულისა და სისწორის გადამოწმება;
- დოკუმენტაციის მომზადება და შესაბამის პირებთან შეთანხმება;
- დაზღვეულის ინფორმირება შემთხვევის სტატუსის, ვადებისა და გადაწყვეტილების შესახებ;
- არქივირება დადგენილი წესით.
გამოგვეხმაურე, თუ:
- გაქვს უმაღლესი განათლება;
- გაქვს მომსახურების სფეროში მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
- იცი ინგლისური ენა;
- იცი MS Office პროგრამები.
ვეძებთ ჩვენიანს:
- პასუხისმგებლიანს;
- დეტალებზე ორიენტირებულს;
- ორგანიზებულს;
- განვითარებაზე და შედეგებზე ორიენტირებულს;
- საქმეზე კონცენტრირებულს.
როგორ ვიზრუნებთ შენზე?
გთავაზობთ:
- საუკეთესო ჯანმრთელობის დაზღვევას;
- მენტალური ჯანმრთელობის დაფარვას;
- შვებულების 24 სამუშაო დღეს, 8 Day Off-სა და დამატებით 5 სამუშაო დღეს მენტალური შვებულებისთვის;
- მაგთის კორპორატიულ პაკეტს;
- პიროვნული და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას
თუ ფიქრობ, რომ ეს ვაკანსია შენთვისაა, გამოგზავნე რეზიუმე (CV) 2026 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით.
კატეგორია: საოფისე / ადმინისტრატორი
გამოცდილება: საშუალო (middle), 2 წლამდე
ენები: ინგლისური (კარგად)
განათლება: ბაკალავრი
ბენეფიტები: დაზღვევა, day off, უფასო სასაუბრო დრო
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება




