Match Up Consulting
გაყიდვებისაბითუმო გაყიდვების მენეჯერი
გამოქვეყნდა 15 ოქტბოლო ვადა: 15 ნოე
- ანაზღაურება
- 1 200 ₾
- მისამართი
- თბილისი, საბურთალო
- სამუშაო რეჟიმი
- ადგილზე
სრული აღწერა
თუ ხარ დეტალებზე ორიენტირებული საბითუმო გაყიდვების მენეჯერი, რომელსაც აქვს B კატეგორიის მართვის მოწმობა, იცის ქართული და რუსული ენები, გამართულად მუშაობს საოფისე პროგრამებში — სწორედ შენ გეძებთ!
"Match Up Consulting"—ი პარტნიორი ლოჯისტიკური კომპანიისთვის ეძებს საბითუმო გაყიდვების მენეჯერს!
ჩვენი შეთავაზება და სამუშაო პირობები:
- ანაზღაურება: ფიქსირებული: 1200 ლარი ხელზე ასაღები
- ბონუსი: 1500 + ლარი (საშუალოდ გენერირებული)
- სამუშაო ლოკაცია: თბილისი, საბურთალო;
- სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00 (1 სთ შესვენება);
- სამუშაო ფორმატი: ოფისიდან;
- შვებულება — 24 სამუშაო დღე; კანონმდებლობით გათვალისწინებულ უქმე დღეებში — დასვენება.
შენი ძირითადი ფუნქციები იქნება:
- ამერიკის შეერთებული შტატებიდან სატრანსპორტო საშუალებების გადაზიდვის მომსახურების გაყიდვა;
- მიზნობრივი/პოტენციური მომხმარებლების მოზიდვა; მომხმარებლების ინდივიდუალური მოთხოვნების გათვალისწინებით, კომპანიის სერვისების შეთავაზება და გაყიდვების სრული ციკლის კონტროლი;
- მომხმარებლების ბაზის გაფართოება; შეხვედრების დაგეგმვა და განხორციელება;
- კომპანიის მოკლე და გრძელვადიანი გეგმების გათვალისწინებით, პერსონალური სამუშაო გეგმის შედგენა და ყოველდღიური აქტივობის განხორციელება;
- გეგმიური ანგარიშის წარმოება და წარდგენა უშუალო ხელმძღვანელთან;
- კომპეტენციის ფარგლებში უშუალო ხელმძღვანელის მიერ გაცემული დავალებების შესრულება.
აუცილებელია, რომ:
- გქონდეს გამოცდილება გაყიდვების მიმართულებით;
- გქონდეს მართვის მოწმობა (B კატეგორია);
- იცოდე ქართული და რუსული ენები კარგად;
- გქონდეს კომპიუტერული უნარები (Microsoft Office/Outlook, Google Suit).
შერჩევის ეტაპები:
- რეკრუტერთან გასაუბრება;
- ტესტირება;
- გასაუბრება კომპანიის წარმომადგენელთან.
თუ მზად ხარ, მიიღო მონაწილეობა და შეიტანო წვლილი კომპანიის წარმატებაში, ველოდებით შენს გამოხმაურებას: დამსაქმებლის გვერდის ნახვა
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
