საბაჟო განყოფილების ოპერატორი
სრული აღწერა
„KiwiPost", როგორც ერთ-ერთი ლიდერი გადამზიდი საქართველოს ბაზარზე, ახორციელებს საერთაშორისო ამანათების გადაზიდვას მსოფლის 7 ქვეყნიდან და სთავაზობს მომხმარებლებს სწრაფ, უსაფრთხო და ეფექტურ ლოჯისტიკურ სერვისებს. ჩვენი გამოცდილება, სანდო პარტნიორული ქსელი, და პროფესიონალი გუნდი გვაძლევს შესაძლებლობას, წარმატებით ვიოპერიროთ როგორც ადგილობრივ, ისე რეგიონალურ ბაზარზე. ასევე, ვემსახურებით საერთაშორისო ელ. კომერციის მსხვილ პლატფორმებს და ვახორციელებთ საბაჟო და Last mile მომსახურებებს.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ხარისხი, სისწრაფე და მომხმარებლის გამოცდილება — ამიტომ ვქმნით განვითარებაზე ორიენტირებულ, დინამიკურ სამუშაო გარემოს და ვეძებთ ადამიანებს, რომლებიც მზად არიან გახდნენ ჩვენი გუნდის ნაწილი. ეწვიეთ ჩვენს LinkedIn-ის ან Facebook-ის გვერდს, რომ გაიგოთ მეტი ჩვენი საქმიანობის შესახებ.
გუნდში ვეძებთ მოტივირებულ და მიზანდასახულ საბაჟო განყოფილების ოპერატორს
ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:
- ფიქსირებულ ანაზღაურებას;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- კარიერული წინსვლის შესაძლებლობას.
ძირითადი მოთხოვნები:
- დეტალებზე ორიენტირებულობა და სიზუსტე
- სწრაფი და ლოგიკური აზროვნება
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
- კომპიუტერული პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა.
- უცხო ენების ცოდნა ჩაითვბელა უპირატესობად.
- კარგი საკომუნიკაციო და ინფორმაციის გადმოცემის უნარი.
- სტრესულ სიტუაციებში და დატვირთულ გრაფიკში მუშაობის უნარი.
ფუნქცია მოვალეობები:
- მომხმარებლებთა კომუნიკაცია (სატელეფონო, ელ-ფოსტით და სხვა საკომუნიკაციო საშუალებით)
- გზავნილებთან დაკავშირებული ინფორმაციის მოთხოვნა და პროგრამაში დაფიქსირება.
- განსაბაჟებელ ამანათებთან დაკავშირებული დავალებების შესრულება.
სამუშაო განაკვეთი, სრული:
ორშაბათი/პარასკევი 10:00 სთ-დან 18:30 სთ-მდე
შაბათი: 11:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე
გისურვებთ წარმატებებს!
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
კივიპოსტი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - საბაჟო განყოფილების ოპერატორი.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს:
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

