საბაჟო დეპარტამენტის სპეციალური ტექნიკის სამმართველოს მებაჟე-ოფიცერი
- ანაზღაურება
- 2 810 ₾
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- ქალაქი
- ფოთი ; წითელი ხიდი ; ბათუმი ; კარწახი ; ყაზბეგი ; ლაგოდეხი ; ნინოწმინდა ; სადახლო
სრული აღწერა
პოზიციის დასახელება:
საბაჟო დეპარტამენტის სპეციალური ტექნიკის სამმართველოს მებაჟე-ოფიცერი
კონკურსის ტიპი:
ღია კონკურსი
ორგანიზაცია:
სსიპ - შემოსავლების სამსახური
ორგანიზაციის შესახებ:
შემოსავლების სამსახური არის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი, სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც თავის უფლებამოსილებას ახორციელებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. ჩვენი მისიაა საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფა, ნებაყოფლობითი კანონშესაბამისობის ხელშეწყობით და სამართალდარღვევებზე შესაბამისი რეაგირების ღონისძიებების განხორციელებით.
კატეგორია:
საბაჟო
განცხადების ბოლო ვადა:
10.11.2026
თანამდებობრივი სარგო:
2810 ლარი
ადგილების რაოდენობა:
21
სამსახურის ადგილმდებარეობა:
ფოთი ; წითელი ხიდი ; ბათუმი ; კარწახი ; ყაზბეგი ; ლაგოდეხი ; ნინოწმინდა ; სადახლო ;
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
ფუნქციები:
მონაწილეობას იღებს საბაჟო დეპარტამენტის სპეციალური ტექნიკის სამმართველოს მიერ განხორციელებულ საქმიანობაში:
- საბაჟო გამშვებ პუნქტებში და გაფორმების ადგილებზე არსებული სპეციალური ტექნიკის გამოყენების ორგანიზება, საბაჟო კონტროლის განხორციელებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარების, ახალი მეთოდებისა და ტექნიკური საშუალებების დანერგვის თაობაზე წინადადებების შემუშავება;
- საბაჟო კონტროლის ზონებში და სხვა სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში არსებული რენტგენო-სკანერების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
- საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების სკანირების მონიტორინგი, სკანირების შედეგად მიღებული ინფორმაციის ერთიანი ბაზის ფორმირება, დამუშავება და ანალიზი;
- საბაჟო ორგანოებში არსებული ვიდეოკამერების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
- საბაჟო კონტროლის განხორციელებისთვის საჭირო პორტატული ხელსაწყოების გამოყენების ორგანიზება და გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
- საბაჟო კონტროლის ზონებში და სხვა სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში განთავსებული რენტგენო-სკანერების ექსპლუატაცია, საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების სკანირების განხორციელება;
- კომპეტენციის ფარგლებში მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესების მიზნით შესაბამისი წინადადებების მომზადება და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა;
- კომპეტენციის ფარგლებში, საბაჟო და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა გამოვლენა-აღკვეთა, შესაბამისი სამართალდარღვევის ოქმის შედგენა, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვაში მონაწილეობა;
- ხელმძღვანელების სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება..
მინიმალური განათლება:
უმაღლესი განათლება
საკონკურსო თემატიკა:
- საქართველოს კონსტიტუცია;
- საქართველოს საბაჟო კოდექსი;
- საქართველოს კანონი „შემოსავლების სამსახურის შესახებ“;
- საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს ბრძანება N 257 „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“.
- საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 27 აგვისტოს ბრძანება N 254 „საბაჟო სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესის, საბაჟო სანქციის აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიებებისა და მათი განხორციელების წესის“ დამტკიცების შესახებ.
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანება.
საკონკურსო კომისიის მისამართი:
თბილისი, 0114, გორგასლის ქ. 16
საკონტაქტო ტელეფონები:
(032) 2 26 26 46
დამატებითი მოთხოვნები:
- საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილებული საქონლის/სატრანსპორტო საშუალებების კონტროლის/სპეციალური ტექნიკის მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება ან შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის სპეციალური ტექნიკის სამმართველოში სტაჟირება;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა:
- „eCUSTOMS“ - ავტომატიზირებულ მართვის სისტემაში მუშაობის გამოცდილება;
- გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში მუშაობის გამოცდილება;
- სასურველია უცხო ენის (ინგლისური/თურქული/რუსული) ცოდნა.
________________________________________________________
- ანალიტიკური აზროვნება;
- გადაწყვეტილების მიღება;
- განვითარებაზე ზრუნვა;
- გუნდური მუშაობა;
- სიზუსტე და დეტალებზე ორინტირებულობა
დამატებითი ინფორმაცია:
ადგილმდებარეობის მიხედვით ვაკანსიების რაოდენობა: ფოთი - 1; წითელი ხიდი - 2; ბათუმი - 3; კარწახი - 3; ყაზბეგი - 2; ლაგოდეხი - 4; ნინოწმინდა - 3; სადახლო - 3;
კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველმა კანდიდატებმა განცხადების შევსების დროს „ჩემი რეზიუმეს" შესაბამის ველში უნდა ატვირთონ და გამოაგზავნონ შემდეგი დოკუმენტაცია:
- უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- შრომის წიგნაკის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის ასლი;
ასევე აუცილებელია, კანდიდატებმა წარმოადგინონ სამოტივაციო წერილი და მიუთითონ რეკომენდატორი;
წერითი დავალება/პროფესიული ტესტირება, მინიმალური ზღვარია 60%.
კონკურსის ეტაპების ჩატარების ზუსტი ადგილის, თარიღისა და დროის შესახებ კანდიდატებს ეცნობებათ დამატებით.
სსიპ შემოსავლების სამსახურის საქმიანობისა და სტრუქტურის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ გვერდს: www.rs.ge
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
გადაწყვეტილებას იღებს კომისია ხმათა უმრავლესობით, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
