საბავშვო ოთახის თანამშრომელი - სეზონური
- ქალაქი
- ბაკურიანი
- სამუშაო გრაფიკი
- 11:00 - 21:00 (შესვენება 1 საათი)/კვირაში 6 დღე
- გამოცდილება
- სასურველია გამოცდილება სტუმართმასპინძლობის, მომსახურების ან მსგავს პოზიციაზე. ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება (მაგ. ბაღში, ბანაკში) ჩაითვლება უპირატესობად
სრული აღწერა
სამუშაოს დასახელება: საბავშვო ოთახის თანამშრომელი / Kids' Room Attendant
ხანგრძლივობა- სეზონური
სამუშაო საათები: 11:00 - 21:00 (შესვენება 1 საათი)/კვირაში 6 დღე
საბავშვო ოთახის თანამშრომელი პასუხისმგებელია სასტუმროს საბავშვო ოთახის ყოველდღიურ მართვაზე, რაც მოიცავს სივრცის სისუფთავის, წესრიგისა და ინვენტარის გამართულ მდგომარეობაში შენარჩუნებას. მისი მთავარი მიზანია შექმნას სასიამოვნო და მოწესრიგებული გარემო ბავშვებისთვის, რომლებიც მშობლების/მეურვეების ზედამხედველობის ქვეშ იმყოფებიან.
ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობები
- საბავშვო ოთახის გახსნისა და დახურვის პროცედურების სრულად შესრულება დადგენილი სტანდარტების შესაბამისად (SOP).
- ბავშვებისათვის გასართობი აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება
- ოთახის ყველა ზონის სისუფთავისა და წესრიგის მუდმივი შენარჩუნება.
- სათამაშოებისა და სხვა ინვენტარის რეგულარული შემოწმება დაზიანებაზე ან გაუმართაობაზე.
- დაზიანებული ან გაუმართავი ნივთების დაუყოვნებლივ მოშორება სივრციდან და უშუალო ხელმძღვანელისთვის შეტყობინება.
- მშობლებისთვის/მეურვეებისთვის ოთახის წესებისა და ფუნქციონირების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
- შესვენების დროს ოთახის დახურვისა და გახსნის პროცედურების შესრულება.
- ნებისმიერი ინციდენტის (მაგ. ტექნიკური გაუმართაობა, გარემოს დაზიანება) დაუყოვნებლივ შეტყობინება ხელმძღვანელისთვის.
- სასტუმროს შიდა პოლიტიკისა და პროცედურების დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
განათლება: საშუალო და ზევით
გამოცდილება: სასურველია გამოცდილება სტუმართმასპინძლობის, მომსახურების ან მსგავს პოზიციაზე. ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება (მაგ. ბაღში, ბანაკში) ჩაითვლება უპირატესობად.
უნარები:
- ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა.
- კომუნიკაციის კარგი უნარები.
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
- ინსტრუქციების ზუსტად შესრულების უნარი.
- ქართული ენის თავისუფლად ფლობა (დამატებითი ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად)
- პიროვნული თვისებები: მეგობრული, მომთმენი, ყურადღებიანი, მოწესრიგებული, შრომისმოყვარე
დაინტერესების შემთხვევაში შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
"კოხტა ბაკურიანი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - საბავშვო ოთახის თანამშრომელი (სეზონური), ქალაქში - ბაკურიანი.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: განაცხადის შევსება
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

