საავტომობილო დანადგარების ოპერატორი
სრული აღწერა
ჩვენ უწყვეტი ენერგიის, პროგრესის, შესაძლებლობებისა და სასიკეთო გარდამტეხი ცვლილებების ძრავა ვართ. 30 წელია, ვზრუნავთ ავტოსფეროს განვითარებაზე და მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს ვთავაზობთ.
ჩვენი ნებისმიერი წარმატების უკან დგანან პროფესიონალი და გამბედავი ადამიანები, რომლებსაც სჯერათ, რომ თუ ინდომებ, შეუძლებელი არაფერია.
თეგეტაში ვქმნით სამუშაო გარემოს, სადაც ერთმანეთს მხარს ვუჭერთ, ყოველდღე ახალს ვსწავლობთ და გამოწვევებს გუნდურად ვპასუხობთ. განვითარება ჩვენი მამოძრავებელი ძალაა და პროგრესის გზაზე ახალ თანამგზავრებს ვეძებთ.
ამჯერად ,თეგეტა მოტორსის გუნდში საავტომობილო დანადგარების ოპერატორის პოზიცია გვაქვს ვაკანტური.
თუ ფიქრობ, რომ შეგიძლია:
- კომპანიაში არსებულ ავტო-სერვისის დანადგარების ელექტრო-ტექნიკური და ჰიდრავლიკური დანადგარების მონტაჟისა და დემონტაჟის პროცესში მონაწილეობა;
- დანადგარებისა და მოწყობილობების პირველადი დათვალიერება, დიაგნოსტიკა და პრობლემის იდენტიფიცირება უშუალო ხელმძღვანელთან ერთად;
- რემონტის პროცესში დახმარება - ხელსაწყოების მომზადება, ნაწილების გადაცვლა უშუალო ხელმძღვანელის ზედამხედველობის ქვეშ;
- ავტოსერვისისთვის განკუთვნილი დანადგარების გამართვის, შემოწმებისა და ექსპლუატაციაში გაშვების პროცესში მონაწილეობა;
- ტექნიკური სამუშაოების შესრულება უსაფრთხოების წესების სრული დაცვით;
- სამუშაო ადგილის მოწესრიგება და სისუფთავის შენარჩუნება;
- ტექნიკურ დოკუმენტაციასთან მუშაობაში დახმარება, ჩანაწერების გაკეთება, ტექნიკური მონაცემების დაფიქსირება;
- დანადგარების ტრანსპორტირებასა და მონტაჟისთვის საჭირო ფიზიკური სამუშაოების შესრულება;
თუ ჩვენს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს აკმაყოფილებ:
- დანადგარებთან მუშაობის გამოცდილებეა;
- ინგლისური ენის საბაზისო დონეზე ცოდნა;
მაშინ, ჩვენ შენ გეძებთ.
თეგეტაში დაგხვდება:
- პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი და მეგობრული გარემო;
- პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა;
- სამედიცინო დაზღვევა;
- სხვადასხვა ტიპის კორპორაციული შეთავაზებები და ფასდაკლებები;
- მრავალფეროვანი ტრენინგები და სასწავლო პროგრამები.
თეგეტა ჰოლდინგში, თანასწორობა უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა. ჩვენ ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე შრომით ურთიერთობებში და სწორედ ამიტომ, ჩვენთან დასაქმებულ თითოეულ ადამიანს უსაფრთხო, არადისკრიმინაციულ და თანასწორ სამუშაო გარემოს ვთავაზობთ, სადაც მისი ფუნდამენტური სოციალური და კულტურული უფლებები დაცულია.
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
"თეგეტა მოტორსი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - საავტომობილო დანადგარების ოპერატორი.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: განაცხადის შევსება
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

