ი. ბოკერიას სახ. საუნივერსიტეტო ჰოსპიტალირეზერვი რეგისტრატორი
გამოქვეყნდა 17 სექბოლო ვადა: 16 ოქტ
- ქალაქი
- თბილისი
- სამუშაო გრაფიკი
- 8-საათიანი სამუშაო დღე
- კატეგორია
- მედიცინა/ფარმაცია
სრული აღწერა
სს „ვიანი“- ივანე ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი აცხადებს რეზერვი რეგისტრატორის ვაკანსიას.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, ზ. იარაჯულის #8 (ისანი-სამგორის რაიონი).
სამუშაო გრაფიკი: 8-საათიანი სამუშაო დღე
ძირითადი მოვალეობები:
- პაციენტის შესაბამის პროგრამაში რეგისტრაცია;
- პაციენტის ბარათის გახსნა და რედაქტირება ინფორმაციის შევსება წინასწარ განსაზღვრული წესის შესაბამისად;
- დარეგისტრტირებული პაციენტის შესაბამის სპეციალისტთან გადამისამართება;
- პაციენტის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის არქონის შემთხვევაში, ინფორმაციის მოძიება/გადამოწმება და შესაბამისად მიწოდება;
- მომსახურების დროს შეფერხების არსებობის შემთხვევაში პაციენტებისათვის ინფორმაციის მიწოდება;
- სამუშაოსთან დაკავშირებული სხვა ფუნქცია–მოვალეობები უშუალო უფროსისა და ჰოსპიტლის მენეჯერის დავალების შესაბამისად.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება, განიხილებიან დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც;
- უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს რელევანტური გამოცდილებით;
- MS Office საოფისე პროგრამების კარგად ცოდნა;
- სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ოპერატიულობა და მობილიზებულობა;
- ინფორმაციის ანალიზისა და გადაცემის უნარი.
ჩვენი მხრიდან გთავაზობთ:
· ,,იმედი-L”-ის დაზღვევას;
· თანამშრომლებისთვის ამბულატორიულ სამედიცინო სერვისებზე 50 %-იან ფასდაკლებებს;
· ,,GPC“-ის და ,,ფარმადეპოს“ აფთიაქებში ფასდაკლებებს;
· ,,Fitpass”-ით სარგებლობის შესაძლებლობას.
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
სს "ვიანი - ივ. ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - რეზერვი რეგისტრატორი.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად, გთხოვთ, ეწვიოთ მოცემულ ბმულს:
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
