რეზერვების მოდელირებისა და ანალიზის უმცროსი სპეციალისტი
გამოქვეყნდა 13 ოქტბოლო ვადა: 25 ოქტ
სრული აღწერა
საქართველოს ბანკის რეზერვების მოდელირებისა და ანალიზის სამსახური აცხადებს ვაკანსიას რეზერვების მოდელირებისა და ანალიზის უმცროსი სპეციალისტის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- მოსალოდნელი საკრედიტო ზარალების შეფასება და ანალიზი;
- მოსალოდნელი საკრედიტო ზარალის მოდელების განახლება და ანალიზი;
- IFRS9 და ეროვნული ბანკის რეგულაციებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
- სცენარული ანალიზი, რეზერვებზე შესაძლო გავლენის შესაფასებლად;
- დარეზერვებაში გამოყენებული მონაცემების ხარისხის მუდმივი კონტროლი;
- საკრედიტო რისკის მიმართულებებთან კოორდინაცია კლიენტების ვალდებულებების IFRS კლასიფიკაციისთვის;
- სხვადასხვა დაკავშირებულ მხარესთან რეპორტინგი და რეზერვების ადეკვატურობის დასაბუთება.
საკვალიფიკაცო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება, ეკონომიკის/ფინანსების ან/და ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
- სასურველია მონაცემთა დამუშავების, რეპორტინგის ან/და ანალიტიკის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
- MS Excel-ის ცოდნა.
აუცილებელი უნარები:
- ლოგიკური, ანალიტიკური და სტრატეგიული აზროვნების უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა, ორგანიზებულობა;
- გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
გამოხმაურებას ველოდებით 2026 წლის 25 ოქტომბრამდე.
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
"საქართველოს ბანკის" რეზერვების მოდელირებისა და ანალიზის სამსახური აცხადებს ვაკანსიას რეზერვების მოდელირებისა და ანალიზის უმცროსი სპეციალისტის პოზიციაზე.
ვაკანსიის დეტალური აღწერა გთხოვთ იხილოთ მოცემულ ბმულზე: დამსაქმებლის გვერდის ნახვა
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
