რეზერვაციების მენეჯერის ასისტენტი
გამოქვეყნდა 16 სექბოლო ვადა: 15 ოქტ · იწურება
- ანაზღაურება
- 1 500+ ₾
- ქალაქი
- თბილისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- სამუშაო რეჟიმი
- ადგილზე
- გამოცდილება
- გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
სრული აღწერა
სს “ჯორჯია დესთინეიშენ მენეჯმენტი“, რომელიც შემომყვანი ტურიზმით არის დაკავებული და პარტნიორი კომპანიები ჰყავს „გალფი“-სა და „დე სე თე“-ს ქვეყნებში, აცხადებს ვაკანსიას რეზერვაციების მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და სამუშაო პირობები:
- აუცილებელი მოთხოვნაა რუსული და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა, (როგორც სასაუბრო ისე წერითი უნარები)
- საოფისე პროგრამების ცოდნა (Microsoft Office: Word; Excel; PowerPoint; Outlook).
- სამუშაო დრო: 10:00 -18:00 მდე ორშაბათიდან -პარასკევის ჩათვლით;
- შრომის ანაზღაურება -1500 ლარი (NET) და ბონუსი; (კანდიდატები განიხილებიან ტურიზმის / სასტუმროს გამოცდილებით)
მოვალეობები:
- უცხოელ და ადგილობრივ პარტნიორებთან პროფესიონალური კომუნიკაცია ელფოსტისა და სხვა არხების საშუალებით — თანამშრომლობა ტურისტული შეთავაზებების, ფასების და ხელშეკრულების პირობების შესათანხმებლად.
- სასტუმროებთან და სხვა მომსახურების მომწოდებლებთან მუდმივი კავშირი — ჯავშნების გაკეთება, დადასტურება, ცვლილებების ან გაუქმებების მართვა.
- სხვადასხვა კატეგორიის ტურისტებისთვის (ჯგუფური) საინტერესო და კონკურენტუნარიანი ტურისტული პაკეტების შედგენა და შეთავაზება.
- რეზერვაციების მართვა: მიღებული ჯავშნების ზუსტი და დროული დაფიქსირება სარეზერვაციო სისტემაში, მონაცემების განახლება და კონტროლი.
- საჭიროების შემთხვევაში, მონაწილეობა შიდა ან საერთაშორისო მივლინებებში, კომპანიის წარმომადგენლად შეხვედრებსა და ღონისძიებებზე.
საჭირო უნარები:
- კარგი წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი,
- პრობლემური საკითხების პროფესიონალურად მოგვარების უნარი;
- მოლაპარაკებების წარმოება სასურველი შედეგის მისაღწევად;
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ.მისამართზე: HR@GDM.ge გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - “რეზერვაციების მენეჯერის ასისტენტი”
გისურვებთ წარმატებას!
დამატებითი პირობები და მოთხოვნები
- გამოცდილების დონე / რგოლი
- საწყისი რგოლი
- დასაქმების ფორმა
- ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა
- ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება
- ფიქსირებული 1500 (+ ბონუსი)
- განათლების დონე(ები)
- არასრული საშუალო განათლება, საშუალო განათლება, ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი, პროფესიული კოლეჯი, სხვა
- ენები
- ინგლისური,რუსული
- ენები
- ინგლისური, რუსული
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

