რევმატოლოგი
გამოქვეყნდა 27 ნოებოლო ვადა: 27 დეკ
- მთავარი მოთხოვნა
- უმაღლესი სამედიცინო განათლება
სრული აღწერა
"ევექსი" აცხადებს ვაკანსიას რევმატოლოგის პოზიციაზე ევექსი ლაბისთვის.
ძირითადი მოვალეობები:
- პაციენტის მიღება და კვლევა: ჩივილების, დაავადების ანამნეზის, ცხოვრების ანამნეზის, ფიზიკალური კვლევის მონაცემების შეკრება/შეფასება, დაავადებების დიაგნოსტირება, პრევენცია, მკურნალობა კომპანიის/ეროვნული/საერთაშორისო სამედიცინო პროტოკოლების გათვალისწინებით;
- სახელმწიფო სერთიფიკატით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში პაციენტის დაავადების მართვა და უწყვეტი სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფა;
- პაციენტის ინფორმირებულობის უზრუნველყოფა მკურნალობის ყველა ეტაპზე;
- სრულყოფილი სამედიცინო ჩანაწერების წარმოება, კანონმდებლობის შესაბამისად, სახელმწიფო ენაზე, მკაფიოდ და გასაგებად;
- პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის EHR სისტემაში განთავსება/განახლება, კანონმდებლობის შესაბამისად.
- პაციენტის შესახებ მის ხელთ არსებული ინფორმაციის კონფიდენციალობის დაცვა.
ვაკანსიის მოთხოვნები:
- აუცილებელია უმაღლესი სამედიცინო განათლება;
- აუცილებელია სახელმწიფო სერთიფიკატი რევმატოლოგიაში;
- პარტნიორობა (ურთიერთდახმარება, ურთიერთთანამშრომლობა, გუნდურობა);
- პროფესიული განვითარებისკენ სწრაფვა;
- უწყვეტი პროფესიული განვითარება.
ჩვენთან შენ მიიღებ:
ტრენინგი და განვითარება - "ევექსი", როგორც განვითარებაზე ორიენტირებული კომპანია, უზრუნველყოფს სამედიცინო და არასამედიცინო მიმართულებით, თანამშრომელთა გადამზადების პროგრამებს, რომელიც მიმართულია როგორც მათ პროფესიულ, ასევე პიროვნულ ზრდაზე.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე გამოგვიგზავნეთ: cv@evex.ge
ევექსი მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

