კომპანია
მარკეტინგირეცეფშენისტი/სოციალური მედიის მენეჯერი
გამოქვეყნდა 9 ოქტბოლო ვადა: 9 ნოე
- ქალაქი
- ბათუმი
- ბენეფიტები
- მუშაობას თანამედროვე და სასიამოვნო გარემოში · სამუშაო პროცესების ადგილზე შესწავლას · მეგობრულ და პროფესიონალურ გუნდს
სრული აღწერა
კომპანია აცხადებს ვაკანსიას რეცეფშენისტის/სოციალური მედიის მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო გამოცდილება აუცილებელი არ არის — განვიხილავთ დამწყებ კანდიდატებსაც. საჭირო სამუშაო პროცესებსა და მოვალეობებს ადგილზე გავაცნობთ და შევასწავლით.
სამუშაო ადგილი: ბათუმი.
ძირითადი მოვალეობები:
- ცენტრში მოსული პაციენტებისა და სტუმრების დახვედრა;
- პაციენტების მიღება და კომუნიკაცია;
- შემომავალ სატელეფონო ზარებზე პასუხი;
- Instagram, Facebook, WhatsApp და სხვა საკომუნიკაციო არხებიდან მიღებულ შეტყობინებებზე პასუხი;
- პაციენტების ვიზიტების ჩაწერა და განრიგის ორგანიზება;
- ცენტრის მომსახურებების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
- სოციალური მედიის გვერდების ყოველდღიურ მართვაში დახმარება;
- Stories-ისა და პოსტების განთავსება;
- ცენტრის მომსახურებებისა და შეთავაზებების სოციალურ ქსელებში წარმოჩენა.
მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
- კომუნიკაბელურობა და ადამიანებთან ურთიერთობის კარგი უნარი;
- პასუხისმგებლობიანობა და პუნქტუალურობა;
- მოწესრიგებულობა და ყურადღებიანობა;
- გამართული ქართული მეტყველება და წერა;
- Instagram-ისა და Facebook-ის გამოყენების ცოდნა;
- ახალი ინფორმაციის სწრაფად ათვისების სურვილი;
- ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად, თუმცა აუცილებელი არ არის.
სამუშაო გამოცდილება აუცილებელი არ არის — მთავარია სურვილი, პასუხისმგებლობა და სწავლის მოტივაცია.
ჩვენ გთავაზობთ:
- მუშაობას თანამედროვე და სასიამოვნო გარემოში;
- სამუშაო პროცესების ადგილზე შესწავლას;
- მეგობრულ და პროფესიონალურ გუნდს;
- განვითარების შესაძლებლობას;
- მოქნილ სამუშაო გრაფიკს;
- შესაძლებელია როგორც სრული, ასევე ნახევარი განაკვეთით მუშაობა.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV მეილზე: m.aesthetic.batumi@gmail.com
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
