რესტორნის მენეჯერი
- ანაზღაურება
- 4 000+ ₾
- მისამართი
- ქ. თბილისი, ა. ბელიაშვილის 81
- სამუშაო გრაფიკი
- 40-საათიანი სამუშაო კვირა
- ბენეფიტები
- სტაბილურ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს · კარიერული და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას · თანამედროვე სტანდარტებზე დაფუძნებულ სამუშაო სისტემას
- კატეგორია
- ადმინისტრაცია/მენეჯმენტი
სრული აღწერა
"კომპლექსი კრუიზი" მრავალი წელია წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე და გამოირჩევა მაღალი სტანდარტის სერვისითა და სტუმარზე ორიენტირებული მომსახურებით.
"კომპლექსი კრუიზი" აცხადებს ვაკანსიას რესტორნის მენეჯერის პოზიციაზე.
ლოკაცია: ქ. თბილისი, ა. ბელიაშვილის 81
ანაზღაურება: 4000 ლარი + ბონუსი
სამუშაო გრაფიკი: 40-საათიანი სამუშაო კვირა
ძირითადი მოვალეობები:
- რესტორნის ყოველდღიური ოპერაციული პროცესების ეფექტური მართვა
- მომსახურების ხარისხის კონტროლი და სტუმრებისთვის მაღალი დონის გამოცდილების უზრუნველყოფა
- პერსონალის მართვა, გადამზადება და მოტივაცია
- სამუშაო გრაფიკების დაგეგმვა და ოპერაციული პროცესების კოორდინაცია
- მარაგების კონტროლი და მომწოდებლებთან კომუნიკაცია
- გაყიდვებისა და ფინანსური მაჩვენებლების მონიტორინგი
- სანიტარული, უსაფრთხოების და ჰიგიენური სტანდარტების დაცვა
- სტუმრებთან კომუნიკაცია და მათი უკუკავშირის მართვა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- რესტორნის სფეროში მუშაობის მინიმუმ 4-წლიანი გამოცდილება
- ლიდერული და ძლიერი ორგანიზაციული უნარები
- სტუმართმოყვარეობის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა
- პასუხისმგებლობა, კომუნიკაბელურობა და სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
- ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა
ჩვენ გთავაზობთ:
- სტაბილურ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს
- კარიერული და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას
- თანამედროვე სტანდარტებზე დაფუძნებულ სამუშაო სისტემას
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV ელფოსტაზე: sophio.maisuradze@cruise.ge და საგნის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
თანაბარი შესაძლებლობების პოლიტიკა:
"კომპლექსი კრუიზი" უზრუნველყოფს თანაბარ შესაძლებლობებს ყველა კანდიდატისთვის და გადაწყვეტილებას იღებს პროფესიული კვალიფიკაციისა და გამოცდილების საფუძველზე, ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე.
შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები "კომპლექსი კრუიზი"-ს მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
ასევე, თქვენი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებულ იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის არაუმეტეს 1 (ერთი) წლის ვადით. თუ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
