რესტორნის ჰოსთესი
გამოქვეყნდა 15 ოქტბოლო ვადა: 15 ნოე
- ანაზღაურება
- 1 500 ₾
სრული აღწერა
საცხობების ქსელი "ანტრე", რომელიც დღეისათვის თბილისში, ლონდონში და ბაქოში 30 კაფეტერიას აერთიანებს ახალი ტიპის ექსკლუზიურ რესტორანს ხსნის - სოლოლაკში
"ანტრე" აცხადებს ვაკანსიას ექსკლუზიური რესტორნის ჰოსთესის პოზიციაზე
საწყისი ანაზღაურება: 1500 ლარი
განაკვეთი: 8 საათი დღეში, 5 სამუშაო დღე კვირაში
ძირითადი მოვალეობები:
სტუმრების მიღება და განთავსება
- სტუმრების თბილად და თავაზიანად მისალმება შესვლისთანავე
- მაგიდების განაწილება/ჯავშნების მართვა
- ლოდინის სიის მართვა საჭიროებისამებრ და სტუმრებისთვის სავარაუდო დროის შეტყობინება
- სტუმრების მაგიდამდე გაცილება და მენიუს გადაცემა
ჯავშნების კოორდინაცია
- სატელეფონო და ონლაინ ჯავშნების მიღება და ორგანიზება
- დარბაზის განლაგების ცოდნა და მაგიდების ეფექტური განაწილება (ტევადობის, ჯგუფის ზომის მიხედვით)
- სპეციალური მოთხოვნების აღრიცხვა (ალერგია, საზეიმო ღონისძიება, ინვალიდის ეტლით მოსარგებლე სტუმრები და ა.შ.)
კომუნიკაცია გუნდთან
- სერვისის გუნდთან კოორდინაცია მაგიდის დატვირთვის თანაბრად გასანაწილებლად
- სამზარეულოსა და მენეჯმენტთან კავშირი დატვირთვის პიკის დროს
სტუმრის გამომშვიდობება
- გასვლისას მადლობის გადახდა და კვლავ მობრძანების მოწვევა
- უკუკავშირის მიღება საჭიროებისამებრ
ადმინისტრაციული ფუნქციები: სატელეფონო ზარებზე პასუხის გაცემა, კითხვებზე პასუხი (სამუშაო საათები, მენიუ, ლოკაცია)
დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:
- CV;
- 3x4 ფოტოსურათი.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელფოსტის შემდეგ მისამართზე: hr@entree.ge და გთხოვთ, ელფოსტის სათაურში მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება.
დამატებითი პირობები და მოთხოვნები
- ანაზღაურების პირობები
- საწყისი 1500 ლარი
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
