რესტორნის გენერალური მენეჯერი
გამოქვეყნდა 20 ოქტბოლო ვადა: 20 ნოე
- ანაზღაურება
- 2 000 ₾
- ქალაქი
- ზუგდიდი
- სამუშაო გრაფიკი
- სრული (კვირაში 5 დღე)
სრული აღწერა
Dunkin' აცხადებს ვაკანსიას რესტორნის გენერალური მენეჯერის პოზიციაზე ზუგდიდში.
ანაზღაურება - 2000 ლარი;
ლოკაცია - ზუგდიდი;
გრაფიკი - სრული (კვირაში 5 დღე);
ფუნქცია-მოვალეობები:
- რესტორნის სრულფასოვნად ფუნქციონირების უზრუნველყოფა ბრენდის საოპერაციო სტანდარტების შესაბამისად;
- საოპერაციო პროცედურების რესტორნის მომსახურე პერსონალისათვის გაცნობა და მათი შესრულების მონიტორინგი. ხარისხის კონტროლისა და სურსათის უვნებლობის პროცედურების დაცვა კომპანიის პოლიტიკასა და ჯანდაცვის რეგულაციების შესაბამისად. საჭიროებისამებრ გამოსასწორებელი ზომების მიღება;
- რესტორნის გაყიდვების მიზნების მაქსიმიზაცია სხვადასხვა გზებით, მათ შორის მარკეტინგულ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღების გზით. გაყიდვების გაზრდისათვის შესაბამისი გეგმების შემუშავება და მათი განხორციელება;
- რესტორნის მოგების მიზნების მაქსიმიზაცია სხვადასხვა ხარჯების შემცირების გზით;
- რესტორანში მომსახურების უმაღლესი სტანდარტების დანერგვა და ამ სტანდარტების ზედმიწევნით შენარჩუნება;
- ხარისხის, მომსახურებისა და რესტორნის სისუფთავის სტანდარტების მუდმივი გაუმჯობესების უზრუნველყოფა, ასევე საკვები პროდუქტების ხარისხის მონიტორინგი, საჭიროებისამებრ შესაბამისი გამოსასწორებელი ზომების მიღება;
- დაქვემდებარებული პერსონალის მართვა და კოორდინაცია, თანამშრომელთა განვითარებისა და დაწინაურებისათვის ხელის შეწყობა, შესაბამისი ტრეინინგების ჩატარება დამტკიცებული სისტემებისა და დანერგილი პრაქტიკის შესაბამისად;
- დღის მანძილზე რესტორანში თანამშრომელთა საჭირო რაოდენობის ყოფნის უზრუნველყოფა. რესტორანში არსებული სისტემების გამოყენება ახალი თანამშრომლების აყვანის, მათი განვითარებისა და დამსახურების აღიარებისათვის. თანამშრომლების საქმიანობის ხარისხიანად და დროულად შეფასება;
- რესტორნის კომპანიის საოპერაციო პოლიტიკასა და პროცედურებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა. რესტორნის საქმიანობის შეფასება/გაანალიზება, რესტორნის შემოწმებისას მიღებული შეფასებების გათვალისწინება. რესტორნის პერფორმანსის გასაუმჯობესებლად სამოქმედო გეგმის შემუშავება;
- ბრენდისა და მისი აქტივების დაცვის უზრუნველყოფა, რესტორნის კომპანიის პოლიტიკასა და პროცედურებთან შესაბამისობაში მოყვანის გზით.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
- სასურველია უცხო ენების ცოდნა;
- საოფისე პროგრამების ცოდნა;
- Apex პროგრამასთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
უნარები:
- ორგანიზებულობა და დეტალების მიმართ ყურადღება;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- დროის ეფექტური განაწილების უნარი;
- გუნდის მართვისა და დელეგირების უნარი;
- ფინანსური მართვის უნარი;
- ლიდერული უნარები;
- თანამშრომლების მოტივაციის უნარი;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი.
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
"დანკინ" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - რესტორნის გენერალური მენეჯერი, ქალაქში - ზუგდიდი.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: განაცხადის შევსება
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

