Clean Factory
რესეფშენის თანამშრომელი
გამოქვეყნდა 15 ოქტბოლო ვადა: 15 ნოე
- ანაზღაურება
- 1 500 ₾ / თვე
- სამუშაო გრაფიკი
- ცვლებით
- მისამართი
- თბილისი, საბურთალო, ვაჟა-ფშაველას გამზირი 35
სრული აღწერა
"Clean Factory" — პრემიუმ ტექსტილის მოვლისა და ქიმწმენდის კომპანია — ეძებს რესეფშენის თანამშრომელს, რომელიც პროფესიონალურად დაუკავშირდება მომხმარებლებს, იქნება პასუხისმგებლობიანი, ყურადღებიანი და შეძლებს სამუშაო პროცესების სისტემურად მართვას.
მისამართი: თბილისი, საბურთალო, ვაჟა-ფშაველას გამზირი 35
ხელფასი: 1 500 ლარი თვეში
სამუშაო გრაფიკი: ცვლებით
კომპანიის სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 08:00-20:00, შაბათი-კვირა 09:00-20:00
ძირითადი მოვალეობები
- მომხმარებლების მიღება, შეკვეთების მიღება და სისტემაში ზუსტად რეგისტრაცია.
- ნივთების რაოდენობის, მდგომარეობის, ლაქების და დაზიანებების, მოვლის ეტიკეტების (care label) შემოწმება, ფოტოთი და ჩანაწერებით დოკუმენტირება.
- ფასების, შეკვეთის მონაცემების და გადახდების სწორად ფიქსირება; რისკიანი ნივთების შეთანხმება უფროს ოსტატთან და საჭიროების შემთხვევაში მომხმარებლის წერილობითი თანხმობის მიღება.
- WhatsApp, Instagram, Facebook-ისა და სხვა არხებიდან მომართვების დროულად და პროფესიონალურად დამუშავება.
- მომხმარებლებისთვის მხოლოდ დადასტურებული ფასების, სერვისებისა და შესრულების ვადების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
- შეკვეთების სტატუსის მონიტორინგი, ჩაბარებისა და საკურიერო სერვისის კოორდინაცია.
- პრეტენზიების დაფიქსირება და პასუხისმგებელი პირისთვის გადაცემა, ცვლების მიღება-ჩაბარება და ყოველდღიური ანგარიშების სწორად წარმოება.
მოთხოვნები კანდიდატისადმი
- მომხმარებელთა მომსახურების, რესეფშენის ან ადმინისტრაციულ სფეროში მინიმუმ 3 წლის გამოცდილება.
- ქართული ენის თავისუფალი ცოდნა (ზეპირი და წერილობითი) — სავალდებულოა.
- კომპიუტერთან, მესენჯერებთან, სოციალურ ქსელებთან და სამუშაო პროგრამებთან მუშაობის უნარი.
- პროფესიონალური წერილობითი და ზეპირი კომუნიკაცია, პასუხისმგებლობა, სიზუსტე და პუნქტუალურობა.
- მრავალი დავალების სისტემურად მართვის, დეტალებზე ყურადღების და დაძაბულ სიტუაციებში მშვიდად ქცევის უნარი.
უპირატესობად ჩაითვლება:
- რუსული, ინგლისური და აზერბაიჯანული ენების ცოდნა.
- CRM-თან და ონლაინ მომხმარებელთა მომსახურებასთან მუშაობის გამოცდილება.
- პრემიუმ სერვისის, ტექსტილისა და ქიმწმენდის სფეროში გამოცდილება.
რას გთავაზობთ?
სტაბილურ სამუშაო გარემოს, სისტემურ სამუშაო პროცესებს, მომსახურების სტანდარტების ტრენინგსა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას.
განაცხადისთვის
CV გამოგზავნეთ მეილზე: cleanfactory2026@gmail.com
სათაური: Reception - CLEAN FACTORY
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
