რენტგენის ტექნიკოსი
სრული აღწერა
მოგესალმებით,
„კავკასიის მედიცინის ცენტრი“ წარმოადგენს მულტიპროფილურ წამყვან რეფერალურ ჰოსპიტალს რეგიონში. იგი დაკომპლექტებულია ქვეყნის წამყვანი პროფესიონალებით და აწოდებს მაღალი სტანდარტის მაღალტექნოლოგიურ სამედიცინო მომსახურებას. ჰოსპიტლის მისიაა, რომ გააუმჯობესოს თანამშრომლების, პაციენტების და საზოგადოების ცხოვრების ხარისხი და შევქმნათ საუკეთესო სამედიცინო გამოცდილება.
„კავკასიის მედიცინის ცენტრში“, ვეძებთ გუნდის ახალ წევრს: რენტგენის ტექნიკოსის
პოზიციაზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი სამედიცინო განათლების მე-5 , მე-6 კურსისი სტუდენტი ან სპეციალიზებული განათლება;
· აუცილებელია ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების ზოგად საკითხებში საშუალო მედპერონალისთვის მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების კურსი;
- სასურველია სამუშაო გამოცდილება სამედიცინო სფეროში;
ფუნქცია-მოვალეობები:
· პაციენტის სწორი დიაგნოსტირების მიზნით, რენტგენოლოგიური კვლევის ჩატარებისთვის ყველა საჭირო პროცედურის შესაბამისი გაიდლაინებითა და პროტოკოლებით ჩატარება;
· ექიმი რადიოლოგისთვის მიღებული შედეგის მიწოდება საბოლოო დასკვნის გასაკეთებლად;
· ექიმი რადიოლოგთან შესაბამისი კონსულტაციების გავლა პაციენტის საჭიროებებიდან გამომდინარე;
· რადიოლოგიური სტანდარტების დაცვა;
· რენტგენის (X-ray) სხივების კორექტული, მიზნობრივი შერჩევა;
· პაციენტის დაცვა არასასურველი დასხივებისაგან (მხოლოდ გამოსაკვლევი ობიექტის დასხივება);
· რენტგენოლოგიური კვლევის წარმოება, შედეგის დამუშავება;
· ექიმი რადიოლოგისთვის მიღებული შედეგის მიწოდება საბოლოო დასკვნის გასაკეთებლად;
· პაციენტის პირადი მონაცემების შეყვანა ელექტრონულ პროგრამაში;
ვეძებთ ადამიანს, ვისაც:
✨აქვს განვითარების დიდი მოტივაცია;
✅აქვს შედეგზე ორიენტირი;
ჩვენი მხრიდან გპირდებით:
✔განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს, საინტერესო საქმეს და მხარდამჭერ, მეგობრულ გუნდს.
დაინტერესებულმა პირებმა გადმოგვიგზავნეთ რეზიუმე
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
შპს "კავკასიის მედიცინის ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - რენტგენის ტექნიკოსი.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: განაცხადის შევსება
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

