რენტგენის ტექნიკოსი
გამოქვეყნდა 31 ოქტბოლო ვადა: 29 ნოე
- ქალაქი
- თბილისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- სამუშაო რეჟიმი
- ადგილზე
- მთავარი მოთხოვნა
- ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების ზოგად საკითხებში საშუალო მედპერონალისთვის მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების კურსი
სრული აღწერა
შპს კავკასიის მედიცინის ცენტრი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - რენტგენის ტექნიკოსი.
„კავკასიის მედიცინის ცენტრი“ წარმოადგენს მულტიპროფილურ წამყვან რეფერალურ ჰოსპიტალს რეგიონში. იგი დაკომპლექტებულია ქვეყნის წამყვანი პროფესიონალებით და აწოდებს მაღალი სტანდარტის მაღალტექნოლოგიურ სამედიცინო მომსახურებას. ჰოსპიტლის მისიაა, რომ გააუმჯობესოს თანამშრომლების, პაციენტების და საზოგადოების ცხოვრების ხარისხი და შევქმნათ საუკეთესო სამედიცინო გამოცდილება.
„კავკასიის მედიცინის ცენტრში“, ვეძებთ გუნდის ახალ წევრს: რენტგენის ტექნიკოსის პოზიციაზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი სამედიცინო განათლების მე-5 , მე-6 კურსისი სტუდენტი ან სპეციალიზებული განათლება;
- აუცილებელია ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების ზოგად საკითხებში საშუალო მედპერონალისთვის მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების კურსი;
- სასურველია სამუშაო გამოცდილება სამედიცინო სფეროში;
ფუნქცია-მოვალეობები:
- პაციენტის სწორი დიაგნოსტირების მიზნით, რენტგენოლოგიური კვლევის ჩატარებისთვის ყველა საჭირო პროცედურის შესაბამისი გაიდლაინებითა და პროტოკოლებით ჩატარება;
- ექიმი რადიოლოგისთვის მიღებული შედეგის მიწოდება საბოლოო დასკვნის გასაკეთებლად;
- ექიმი რადიოლოგთან შესაბამისი კონსულტაციების გავლა პაციენტის საჭიროებებიდან გამომდინარე;
- რადიოლოგიური სტანდარტების დაცვა;
- რენტგენის (X-ray) სხივების კორექტული, მიზნობრივი შერჩევა;
- პაციენტის დაცვა არასასურველი დასხივებისაგან (მხოლოდ გამოსაკვლევი ობიექტის დასხივება);
- რენტგენოლოგიური კვლევის წარმოება, შედეგის დამუშავება;
- ექიმი რადიოლოგისთვის მიღებული შედეგის მიწოდება საბოლოო დასკვნის გასაკეთებლად;
- პაციენტის პირადი მონაცემების შეყვანა ელექტრონულ პროგრამაში;
ვეძებთ ადამიანს, ვისაც:
- აქვს განვითარების დიდი მოტივაცია;
- აქვს შედეგზე ორიენტირი;
ჩვენი მხრიდან გპირდებით:
- განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს, საინტერესო საქმეს და მხარდამჭერ, მეგობრულ გუნდს.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას “გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)“ ღილაკის საშუალებით.
დამატებითი პირობები და მოთხოვნები
- გამოცდილების დონე / რგოლი
- საწყისი რგოლი
- დასაქმების ფორმა
- ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა
- ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- განათლების დონე(ები)
- ბაკალავრი, საშუალო განათლება, მაგისტრი, დოქტორი
- ენები
- ქართული
- ენები
- ქართული
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

