რეკვიზიტორი ანიმატორის დამხმარე
გამოქვეყნდა 6 ნოებოლო ვადა: 3 დეკ
- მისამართი
- თბილისი, ფარნავაზ მეფის 51
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- სამუშაო რეჟიმი
- ადგილზე
- სამუშაო გრაფიკი
- ცვლებში · დამოკიდებულია დაბადების დღეების ჯავშნებზე
სრული აღწერა
გასართობი ცენტრი „აპურიკი“ აცხადებს ვაკანსიას პოზიციებზე:რეკვიზიტორის / ანიმატორის დამხმარე
დიასახლისი:
ძირითადი მოვალეობები:
- გასართობი სივრცის, სამზარულოს და დაბადების დღის ოთახების დალაგება;
- სისუფთავის მუდმივად კონტროლი ყველა სივრცეში.
- საერთო სივრცეების მოწესრიგება;
- სველი წერტილების სისუფთავის უზრუნველყოფა;
- დაბადების დღის დასრულების შემდეგ სივრცის სწრაფად და ხარისხიანად მოწესრიგება;
- ჭურჭელი ( ნაწილობრივ)
ჩვენგან:
- სტაბილური სამუშაო;
- მეგობრული და სასიამოვნო გარემო;
- დროული ანაზღაურება;
- კვება/სხვა პირობები — შეთანხმებით.
სასურველი უნარები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
- სისუფთავისა და წესრიგის სიყვარული
- ენერგიულობა და შრომისმოყვარეობა
- ბავშვებთან დაკავშირებულ გარემოში მუშაობის სურვილი
- მსგავს პოზიციაზე გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
ადგილმდებარეობა: ფარნავაზ მეფის 51
სამუშაო გრაფიკი: ცვლებში
10:00 დან ან 11-00 დან 18:00 ან 19:00 მდე, მეორე დღეს 15:00დან 22:30 მდე
ანაზღაურება: 1 400 ლარი
რეკვიზიტორი / ანიმატორის დამხმარე:
ძირითადი მოვალეობები:
- დაბადების დღეების მიმდინარეობისას ანიმატორის დახმარება
- დაბადების დღის დაწყებამდე დეკორაციებისა და რეკვიზიტების მომზადება და განლაგება
- სხვადასხვა თემატური რეკვიზიტის მორგება და გამოყენება — მაგალითად: რობოტი, სპაიდერმენი და სხვა პერსონაჟები
- საჭიროების შემთხვევაში პერსონაჟის ფორმაში ყოფნა და ბავშვებთან აქტიური ჩართულობა
- ანიმატორისთვის საჭირო ნივთებისა და რეკვიზიტების დროულად მომზადება
- ღონისძიების დროს გუნდთან ერთად აქტიურად მუშაობა
სასურველი უნარები:
- ენერგიულობა და ბავშვებთან კომუნიკაციის უნარი
- პასუხისმგებლობის გრძნობა და პუნქტუალურობა
- ფიზიკური აქტიურობა
- სასურველია ცეკვის კარგი ცოდნა ან მოძრაობის/ქორეოგრაფიის მარტივად ათვისების უნარი
- გამოცდილება მსგავს პოზიციაზე ჩაითვლება უპირატესობად, თუმცა აუცილებელი არ არის.
სამუშაო გრაფიკი: დამოკიდებულია დაბადების დღეების ჯავშნებზე.
ადგილმდებარეობა: ფარნავაზ მეფის 51
ანაზღაურება: 900 ლარი და ბონუსი
თუ ხარ აქტიური, კომუნიკაბელური და გიყვარს ბავშვებთან მუშაობა — „აპურიკი“ გელოდება!
დაინტერესების შემთხვევაში მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში დამსაქმებლის გვერდის ნახვა ან დაგვიკავშირდით: +995596225599
„აპურიკი“ — ადგილი, სადაც ბავშვები ერთობიან, ჩვენ კი სისუფთავესა და კომფორტზე ვზრუნავთ.
დამატებითი პირობები და მოთხოვნები
- გამოცდილების დონე / რგოლი
- საწყისი რგოლი
- დასაქმების ფორმა
- ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა
- ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- განათლების დონე(ები)
- არასრული საშუალო განათლება, საშუალო განათლება, პროფესიული კოლეჯი, სხვა
- ენები
- ქართული
- ენები
- ქართული
- ანაზღაურების პირობები
- ანაზღაურება: 1 400 ლარი ანაზღაურება: 900 ლარი და ბონუსი
- ანაზღაურების პირობები
- 1 400 ლარი · 900 ლარი და ბონუსი
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

