რეკრუტინგის სპეციალისტი
- ანაზღაურება
- 2 300 ₾
- მისამართი
- დავით სარაჯიშვილის ქუჩა, თბილისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- სამუშაო რეჟიმი
- ჰიბრიდული
- სამუშაო გრაფიკი
- 10:00 - 18:00
- გამოცდილება
- 2-3 წელი
- ბენეფიტები
- Ø სტაბილურ და მზარდ კომპანიაში მუშაობის შესაძლებლობას · Ø მეგობრულ და მხარდამჭერ სამუშაო გარემოს · Ø პროფესიული განვითარების შესაძლებლობას
სრული აღწერა
კომპანია „მასტერ კოფი“ არის კომპანია იაკობს საქართველოს ოფიციალური დისტრიბუტორი ყავის ბიზნესის მიმართულებით და კაფეების ქსელ „COFFEESTA“-ს მფლობელი კომპანია. “მასტერ კოფს“ გააჩნია ყავის მარცვლის დიდი ასორტიმენტი: CARTE NOIRE”, “ JACOBS”, “PIAZZA DORO”, “L’OR” და უზრუნველყოფს ყავის აპარატების – Franke, Schaerer, Astoria, Saeco, Dr. Coffee – მიწოდებასა და მათი სათადარიგო ნაწილებით უზრუნველყოფას.
კომპანია აცხადებს ვაკანსიას რეკრუტინგის სპეციალისტის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: ქ.თბილისი; დ.სარაჯიშვილის გამზ. (კონიაკის დასახლება);
სამუშაო ფორმატი: ჰიბრიდული;
ანაზღაურება: 2000 –2,300 ლარი( NET), კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.
ვეძებთ მოტივირებულ, ორგანიზებულ და შედეგზე ორიენტირებულ კანდიდატს, რომელიც პასუხისმგებელი იქნება სხვადასხვა პოზიციაზე თანამშრომლების მოძიებისა და შერჩევის სრულ პროცესზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- კომპანიის მიმდინარე ვაკანსიების მართვა და დროული დაკომპლექტება;
- კანდიდატების მოძიება სხვადასხვა რეკრუტინგული არხის გამოყენებით;
- ვაკანსიების განთავსება დასაქმების სხვადასხვა პლატფორმაზე;
- რეზიუმეების გადარჩევა და კანდიდატების პირველადი შეფასება;
- სატელეფონო, ონლაინ და პირისპირ გასაუბრებების ჩატარება;
- კანდიდატების გამოცდილების, მოტივაციის, უნარებისა და პოზიციასთან შესაბამისობის შეფასება;
- შესაბამის ხელმძღვანელებთან თანამშრომლობა საკადრო საჭიროებების განსაზღვრისა და კანდიდატების წარდგენის მიზნით;
- კანდიდატებისთვის შერჩევის პროცესის ეტაპებისა და შედეგების შესახებ უკუკავშირის მიწოდება;
- კანდიდატთა ბაზისა და ვაკანსიების სტატუსების წარმოება და განახლება;
- მასობრივი რეკრუტინგის პროცესების დაგეგმვა და განხორციელება;
- ახალი ლოკაციების გახსნის ან კომპანიის გაფართოების შემთხვევაში საჭირო პერსონალის დროული დაკომპლექტება;
- შრომის ბაზრისა და შესაბამის პოზიციებზე ანაზღაურების ტენდენციების მონიტორინგი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- რეკრუტინგის მიმართულებით მინიმუმ 2–3 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
- მასობრივი რეკრუტინგის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- MS Office / Google Workspace-ის სამუშაო დონეზე ცოდნა;
- Self-ის ან სხვა ATS/HR მუშაობის გამოცდილება;
- სხვადასხვა ტიპის პოზიციებზე კანდიდატების შერჩევისა და შეფასების გამოცდილება;
- გასაუბრების ჩატარებისა და კანდიდატების შეფასების უნარი;
- ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
- ერთ-ერთი უცხო ენის ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა აუცილებელია ;
პიროვნული უნარები:
Ø ეფექტური კომუნიკაცია;
Ø პროაქტიულობა და ინიციატივიანობა;
Ø დროისა და პრიორიტეტების სწორად მართვა;
Ø დეტალებზე ორიენტირებულობა;
Ø გუნდური მუშაობის უნარი;
Ø მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.
ჩვენ გთავაზობთ:
Ø სტაბილურ და მზარდ კომპანიაში მუშაობის შესაძლებლობას.
Ø მეგობრულ და მხარდამჭერ სამუშაო გარემოს;
Ø პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
Ø ჰიბრიდულ სამუშაო ფორმატს;
Ø ჯანმრთელობის დაზღვევას;
Ø საწვავის ხარჯის ნაწილობრივ კომპენსაციას;
Ø კორპორატიულ მობილურ ნომერს ულიმიტო სასაუბრო პაკეტით;
📩 დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ საფოსტო მისამართზე: info@mastercoffee.ge ასევე, ელ.ფოსტის სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: რეკრუტინგის სპეციალისტი.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
დამატებითი პირობები და მოთხოვნები
- ენები
- ქართული
- განათლება
- ბაკალავრი
- დეპარტამენტი
- ადამიანური რესურსები
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
