რეკრუტერი
გამოქვეყნდა 25 ნოებოლო ვადა: 25 დეკ
- ქალაქი
- ბათუმი
- სამუშაო გრაფიკი
- 6/1, კვირაში 40 საათი
სრული აღწერა
23-11-2026 - 23-12-2026
შპს ნაზილბე ++ აცხადებს ვაკანსიას: რეკრუტერის პოზიციაზე
•სამუშაო გრაფიკი - 6/1, კვირაში 40 საათი
•მდებარეობა- ბათუმი
ძირითადი მოვალეობები:
- • ვაკანტურ პოზიციებზე შერჩევის სრული ციკლის მართვა, მოთხოვნის მიღებიდან სამუშაო შეთავაზების გაკეთებამდე;
- სამუშაო აღწერილობების მომზადება/განახლება და ვაკანსიების შესაბამის საკომუნიკაციო არხებში განთავსება;
- თითოეული პოზიციისთვის განსაზღვრული შერჩევის არხების შესაბამისად ვაკანსიის ტექსტების შემუშავება ინდივიდუალურად (Linkedin,სოციალური ქსელის პროფილური ჯგუფები,კომპანიის სოციალური ქსელი - ნაზილბე კარიერა,დასაქმების საიტები, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო რეგიონალური სააგენტო, დასაქმების ფორუმები და სხვა რელევანტური შერჩევის არხები).
- მიღებული რეზიუმეების გადარჩევა, პირველადი გასაუბრებების ჩატარება და კანდიდატების გამოცდილების, მოტივაციისა და კომპეტენციების შეფასება;
- შერჩევის პროცესის კოორდინაცია დამკვეთ მენეჯერებთან, გასაუბრებების დაგეგმვა და ყველა ეტაპზე კანდიდატებისთვის დროული უკუკავშირის მიწოდება;
- სამუშაო შეთავაზების მომზადებასა და მოლაპარაკების პროცესში მონაწილეობა;
- კანდიდატთა მონაცემთა ბაზის მუდმივი განახლება, ინფორმაციის სისტემატიზაცია და კრიტიკული/განმეორებადი პოზიციებისთვის კანდიდატთა რეზერვის შექმნა;
- შერჩევის ძირითადი მაჩვენებლების მონიტორინგი, ანგარიშგება და მოძიების არხების ეფექტიანობის ანალიზი;
- კანდიდატის გამოცდილების გაუმჯობესებაზე ზრუნვა და დამსაქმებლის ბრენდის გაძლიერებაში მონაწილეობა;
- შერჩევის პროცესში არსებული გამოწვევების იდენტიფიცირება, გაუმჯობესების ინიციატივების შეთავაზება და ადამიანური რესურსების მართვის გუნდის სხვა პროექტებში ჩართულობა.
- საჭიროების შემთხვევაში კანდიდატისთვის ტესტირების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება და ჩატარება.
- კანდიდატისთვის უკუკავშირის დაბრუნება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- პერსონალის შერჩევის მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება;
- შერჩევის სრული ციკლის დამოუკიდებლად მართვის გამოცდილება;
- კანდიდატების აქტიური და პირდაპირი მოძიების პრაქტიკული გამოცდილება;
- LinkedIn-ისა და დასაქმების პლატფორმების ეფექტურად გამოყენების ცოდნა;
- გასაუბრების ჩატარებისა და კანდიდატის კომპეტენციების შეფასების უნარი;
- ქართული და ინგლისური ენების მაღალ დონეზე ცოდნა.
პიროვნული თვისებები და უნარები:
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და ორგანიზებულობა;
- ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების წარმართვის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- სწრაფ ტემპში მუშაობის, პრიორიტეტების სწორად განსაზღვრისა და რამდენიმე ამოცანის პარალელურად მართვის უნარი;
- კანდიდატსა და ბიზნესის საჭიროებებზე ორიენტირებული მიდგომა;
- კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნება;
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
"ნაზილბე" ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ქართული ბრენდია, რომელიც ბაზარზე 12 წელია, აჭარის რეგიონში ყველაზე მსხვილ ბრენდს წარმოადგენს, ასევე ოპერირებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.
შპს "ნაზილბე ++" აცხადებს ვაკანსიას: რეკრუტერის პოზიციაზე.
ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გადახვიდეთ ლინკზე: განაცხადის შევსება
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება


