რეგისტრატურის უფროსი
- ქალაქი
- თელავი
- სამუშაო გრაფიკი
- 8 სთ კვირაში 5 დღე
- მთავარი მოთხოვნა
- მომსახურების სფეროში მუშაობის სულ მცირე 2-3 წლიანი გამოცდილება
სრული აღწერა
"საქართველოს კლინიკები" საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფში შემავალი კომპანიაა, რომლის მისიაა ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობა და პაციენტების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება.
"საქართველოს კლინიკები" ერთ-ერთი ყველაზე ფართო ჰოსპიტალური ქსელია საქართველოში.
შემოუერთდი ჩვენს დიდ გუნდს!
"საქართველოს კლინიკები" აცხადებს რეგისტრატურის უფროსის ვაკანსიას თელავის რეფერალურ ჰოსპიტალში.
სამუშოს ადგილმდებარეობა: ქ. თელავი, სეხნიაშვილის ქ. №1
სამუშაო გრაფიკი: 8 სთ კვირაში 5 დღე;
ძირითადი მოვალეობები:
ფუნქციები:
- რეგისტრატურის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა: მომსახურების პროცესში წარმოქმნილი პრობლემების დროული და ზუსტი იდენტიფიცირება, სწორი გადამისამართება და მათი დროული აღმოფხვრა, მონიტორინგი პრობლემის მოგვარებაზე;
- მომხმარებლის სარეგისტრაციო სივრცეში საქმიანი სამუშაო გარემოს არსებობის უზრუნველყოფა, ზრუნვა მოწესრიგებულ ინტერიერზე და მათზე მონიტორინგის განხორციელება;
- მომსახურების პროცესში წარმოქმნილი პრობლემების დროული და ზუსტი იდენტიფიცირება, სწორი გადამისამართება და მათი დროული აღმოფხვრა, მონიტორინგი პრობლემის მოგვარებაზე;
- რიგის მართვის სისტემისა და სპეციალიზებული ტექნიკის გამართულად მუშაობის მონიტორინგი (რიგის მართვის სისტემის არსებობის შემთხვევაში);
- რეგისტრაციისა და პაციენტთა მომსახურების დარბაზთან დაკავშირებული სამეურნეო და ტექნიკური საკითხების მუდმივი მონიტორინგი და მართვა; საჭირო სახარჯი, სამეურნეო და ტექნიკური მასალების შეკვეთა, მიღება, გადანაწილება;
- მარკეტინგული და სერვისთან დაკავშირებული მასალების განლაგება/წარმოჩენაზე ზედამხედველობა, პერიოდული მონიტორინგის წარმოება;
- მომსახურების პროცესში, პაციენტის მიერ მომსახურების ღირებულების გადახდის პროცესის მონიტორინგი;
- საჭიროების შემთხვევაში, სალაროს დანაკლისის დროს, საკითხის მოკვლევა რეგისტრატორებთან და კამერების ჩანაწერების შემოწმება (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- საჭიროების შემთხვევაში, პაციენტისთვის თანხის უკან დაბრუნებაზე განაცხადის შედგენა და დადგენილი დირექტორის მიერ, განცხადების ხელმოწერით დადასტურების უზრუნველყოფა;
- ყოველი სამუშაო დღის ბოლოს (მხოლოდ გეგმიური ამბულატორია) ჯამური თანხების დადარება I Pay-ის ოპერატორთან;
- ყოველი სამუშაო დღის ბოლოს ფინანსური ანგარიშგებისთვის (კერძოდ დაზღვევა, ქსელის შიგნით გადმომისამართება, მაღალტექნოლოგიური კვლევები და სხვა) საჭირო დოკუმენტაციის ასლების შენახვა;
- რეგისტრაციის პროცესში აღმოჩენილ ხარვეზებზე რეაგირება და გამოსწორების უზრუნველყოფა;
- ყოველი კვირის ბოლოს გეგმიური ამბულატორიული მომსახურებით მოსარგებლე პირთა რეგისტრაციის პროცესში გამოყენებული თანხმობის ფორმების შენახვა;
- ამბულატორიული ბარათების დროულად და დანაკლისის გარეშე დაარქივების პროცესის კოორდინაცია;
- სახელმწიფო და სადაზღვევო (კერძო, სახელმწიფო) დადგენილებების, პროცედურების შესრულების უზრუნველყოფა;
- სადაზღვევო კომპანიებში (კერძო, სახელმწიფო) გასაგზავნი დოკუმენტაციის სისრულის და სიზუსტის უზრუნველყოფა და კონტროლი;
- მომხმარებელთა მომსახურების მაღალი ხარისხით უზრუნველყოფა და მიმდინარე ხარისხის გაუმჯობესებისათვის წინადადებების მომზადება;
- დაფიქსირებული პრობლემის ეფექტიანად და დროულად მოგვარება, პაციენტთან კომუნიკაცია, ინციდენტის მონაწილე სამედიცინო ან/და არასამედიცინო პერსონალთან საკითხის მოკვლევა და პაციენტთან უკუკავშირი;
- გართულების შემთხვევაში, პრობლემური საკითხების დირექტორთან განხილვა და პაციენტებთან უკუკავშირი;
- ერთეულის ეფექტური მუშაობისათვის აუცილებელი პროცედურების და გაიდლაინების განხორციელების უზრუნველყოფა და კონტროლი;
- დაქვემდებარებული პერსონალის მიერ შესრულებული სამუშაოს მონიტორინგი და კონტროლი;
- რეგისტრატორების მიერ პროგრამაში პაციენტების რეგისტრაციის მონიტორინგი;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
- უმაღლესი განათლება, სასურველია სამედიცინო მიმართულებით
- აუცილებელია მომსახურების სფეროში მუშაობის სულ მცირე 2-3 წლიანი გამოცდილება;
- სასურველია 1 წელი მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- სასურველია სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობის გამოცდილება;
- საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა - განსაკუთრებით MS Excel;
- შესაბამისი მიმართულებით დადგენილი პოლიტიკები, პროცედურები, გაიდლაინები, ინსტრუქციები;
- შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის ცოდნა;
- გამართული ქართულით წერა და მეტყველება;
- პარტნიორობა (ურთიერთდახმარება, ურთიერთთანამშრომლობა, გუნდურობა);
- პროფესიული განვითარებისკენ სწრაფვა;
- ყურადღება და დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
- დროის ეფექტურად გამოყენება;
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 13 ნოემბერი, 2026
დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ, გაგვიზიაროთ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: gc_hr@clinics.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება "რეგისტრატურის უფროსი-თელავი".
"საქართველოს კლინიკები" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.
- მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმომგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე - კანდიდატი) ადასტურებს, რომ მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ (ებ)ი, სერტიფიკატ (ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია), არის უტყუარი და აცხადებს თანხმობას, რომ დამატებით წარადგენს უტყუარ ინფორმაციას, რაც საჭირო იქნება წინასახელშეკრულებო ურთიერთობის პერიოდში;
- ამასთან კანდიდატი იღებს ვალდებულებას, რომ დამსაქმებელს მიაწვდის სრულ ინფორმაციას იმ გარემოებათა შესახებ, რომლებმაც შეიძლება ხელი შეუშალოს სამუშაოს შესრულებაში ან/და საფრთხე შეუქმნას დამსაქმებლის ან მესამე პირის ინტერესებს. აღნიშნული ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში შესაძლოა, შესაბამისი კანდიდატურა მოიხსნას შესარჩევი კონკურსიდან ხოლო თანამშრომლობის შემთხვევაში, მიიღოს წერილობითი გაფრთხილება, ან შეწყდეს შრომითი კონტრაქტი.
- დამსაქმებელი, კანდიდატის წინამდებარე თანხმობის საფუძველზე აცხადებს, რომ დაამუშავებს წინასახელშეკრულებო პერიოდში კანდიდატისგან მოპოვებულ ინფორმაციას სს საქართველოს კლინიკების (ს/კ 404476205) ან მის ქსელში შემავალ სამედიცინო დაწესებულებაში (ყოველგვარი ეჭვის გამოსარიცხად ქსელში შემავალ სამედიცინო დაწესებულებაში იგულისხმება: სს საქართველოს კლინიკების შვილობილი და/ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი პროფილის კომპანიას და/ან მისი პირდაპირი ან ირიბი მართვის ქვეშ მყოფი კომპანია (შემდგომში - დამსაქმებელი).
- დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას წინასახელშეკრულებო პერიოდში კანდიდატისგან მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა კანდიდატის დასაქმების მიზნის მისაღწევად. მოპოვებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, რომელსაც შეიძლება შემხებლობა ჰქონდეს კანდიდატთან ან მოპოვებულ ინფორმაციასთან, შესაბამისი დავის დასრულებამდე. ამასთან, სადავო გარემოებების არსებობისას, დამსაქმებელი უფლებამოსილია, მოპოვებული ინფორმაცია გადასცეს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს. ასევე, კანდიდატის მიერ გამოგზავნილი მონაცემები შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის. დასაქმების შემთხვევაში, კანდიდატის მონაცემები შეინახება მინიმუმ დასაქმების სრული პერიოდის განმავლობაში.
- დამსაქმებელი ასევე იღებს ვალდებულებას, რომ წინასახელშეკრულებო პერიოდში კანდიდატს გააცნოს სრული ინფორმაცია შესასრულებელი სამუშაოს, შრომითი ხელშეკრულების ფორმის (წერილობითი, ზეპირი), ვადის, შრომის პირობებისა და დასაქმებულის უფლებრივი მდგომარეობის შესახებ.
- პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
