ი. ბოკერიას სახ. საუნივერსიტეტო ჰოსპიტალირეგისტრატორი
გამოქვეყნდა 17 სექბოლო ვადა: 16 ოქტ
- ქალაქი
- თბილისი
- სამუშაო გრაფიკი
- ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, დღეში 8 სამუშაო საათი (10-დან 6 საათამდე)
სრული აღწერა
სს„ვიანი“-ივანე ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი აცხადებს ამბულატორიის რეგისტრატორის ვაკანსიას.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, ისანი-სამგორის რაიონი, ზ. იარაჯულის N8.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, დღეში 8 სამუშაო საათი (10-დან 6 საათამდე);
ძირითადი მოვალეობები:
- პაციენტების რეგისტრაცია შესაბამის პროგრამაში;
- პაციენტის ბარათის გახსნა, რედაქტირება და ინფორმაციის შევსება დადგენილი წესის შესაბამისად;
- რეგისტრირებული პაციენტების შესაბამის სპეციალისტებთან გადამისამართება;
- საჭირო ინფორმაციის მოძიება, გადამოწმება და პაციენტებისთვის დროული მიწოდება;
- მომსახურების პროცესში შეფერხების შემთხვევაში პაციენტების ინფორმირება;
- უშუალო ხელმძღვანელისა და ჰოსპიტლის მენეჯმენტის მიერ განსაზღვრული სხვა სამუშაო დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება, განიხილებიან დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც;
- უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს რელევანტური გამოცდილებით;
- MS Office საოფისე პროგრამების კარგად ცოდნა;
- სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- მომხმარებელზე ორიენტირებულობა;
- დისციპლინის, წესებისა და პროცედურების დაცვა;
- ოპერატიულობა და მობილიზებულობა;
- გუნდის საერთო მიზნებზე ორიენტირებულობა;
- ინფორმაციის ანალიზისა და გადაცემის უნარი.
ჩვენი მხრიდან გთავაზობთ:
- ,,იმედი-L”-ის დაზღვევას
- თანამშრომლებისთვის ამბულატორიულ სამედიცინო სერვისებზე 50 %-იან ფასდაკლებებს
- ,,GPC“-ის და ,,ფარმადეპოს“ აფთიაქებში ფასდაკლებებს
- ,,Fitpass”-ით სარგებლობის შესაძლებლობას
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
სს "ვიანი - ივ. ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - რეგისტრატორი.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად, გთხოვთ, ეწვიოთ მოცემულ ბმულს: განაცხადის შევსება
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
