რეგისტრატორი
გამოქვეყნდა 12 ოქტბოლო ვადა: 12 ნოე
- ანაზღაურება
- 1 800 ₾
- ქალაქი
- თბილისი
სრული აღწერა
ტაქსოპარკი "ლოტუსი" თბილისში აცხადებს ვაკანსიას რეგისტრატორის პოზიციაზე.
ვეძებთ ორგანიზებულ, ყურადღებიან და კომუნიკაბელურ თანამშრომელს, რომელიც უზრუნველყოფს მძღოლების რეგისტრაციასა და შესაბამისი დოკუმენტაციის მოწესრიგებას.
ძირითადი მოვალეობები:
- ახალი მძღოლების მიღება და რეგისტრაცია;
- მძღოლების მონაცემების პროგრამასა და ცხრილებში შეყვანა და განახლება;
- სარეგისტრაციო დოკუმენტაციისა და ხელშეკრულებების მომზადება;
- მძღოლებისთვის სამუშაო პირობებისა და კომპანიის წესების გაცნობა;
- დოკუმენტაციის აღრიცხვა და არქივის წარმოება;
- ადმინისტრაციასთან ყოველდღიური თანამშრომლობა.
მოთხოვნები:
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების, მათ შორის Excel-ის, ცოდნა;
- გამართული კომუნიკაციის უნარი;
- სიზუსტე, ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა;
- პერსონალურ მონაცემებთან ყურადღებით მუშაობა;
- მსგავს პოზიციაზე გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო ადგილი: თბილისი;
- ორშაბათი-პარასკევი: 10:00-18:00;
- შაბათი: მოკლე სამუშაო დღე;
- კვირა: დასვენება;
- ანაზღაურება: 1800 ლარი ხელზე ასაღები, ზრდის პერსპექტივით.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგზავნეთ CV მისამართზე: business-support@ltdlottus.com. წერილის სათაურში მიუთითეთ: "რეგისტრატორი".
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
