რეგისტრატორი
გამოქვეყნდა 15 სექბოლო ვადა: 15 ოქტ · იწურება
- მისამართი
- ქ. ბათუმი, ტბელ აბუსერიძის ქ. #2/პუშკინის #164
- კატეგორია
- ადმინისტრაცია/მენეჯმენტი
სრული აღწერა
შპს "ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფო" აცხადებს ვაკანსიას რეგისტრატორის პოზიციაზე.
ვაკანსიის მიღების პერიოდი: 2026 წლის 15 სექტემბერი - წლის ბოლომდე;
პროფესიული საქმიანობისათვის აუცილებელი ცოდნა და მოთხოვნები:
- პროფესიული განათლება (სასურველია უმაღლესი განათლება სამედიცინო სპეციალობაში);
- საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა;
- სასურველია ინგლისური და რუსული ენის ცოდნა;
- სამედიცინო დოკუმენტაციაში პროგრამულად საიდენტიფიკაციო და სარეგისტრაციო მონაცემების შევსების უნარი;
- მინიმუმ 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება (სასურველია სამედიცინო დაწესებულებაში, მსგავს პოზიციაზე);
- ბოლო სამუშაო ადგილიდან სარეკომენდაციო წერილი;
- MS Office საოფისე პროგრამების ცოდნა;
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- პაციენტზე ორიენტირებულობა;
- კლინიკისადმი ლოიალური დამოკიდებულება;
- მოწესრიგებულობა - მიზანდასახულობა, პასუხისმგებლობა, დავალებების დადგენილ ვადებში დასრულება, დეტალებისადმი ყურადღება და კარგი მეხსიერება;
- კომუნიკაცია - აზრის არგუმენტირებულად და ნათლად გამოხატვა წერითი და ზეპირი სახით, პროფესიული მიმოწერის წარმოება;
- სუბორდინაცია;
- გუნდური მუშაობისადმი მზაობა;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- თავაზიანობა;
სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი, ტბელ აბუსერიძის ქ. #2/პუშკინის #164
დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგი ელ-ფოსტის მისამართზე: hr@brchospital.ge, სასურველია რეზიუმეს დაურთოთ რეკომენდაციები, გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
