რეგისტრატორი
- მისამართი
- თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა #23
- მთავარი მოთხოვნა
- ინგლისური და რუსული ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა (B2)
სრული აღწერა
"ქართულ-ამერიკული რეპროდუქციული კლინიკა რეპროარტი" აცხადებს ვაკანსიას რეგისტრატორის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: სულხან ცინცაძის ქუჩა #23
სამუშაო დატვირთვა: ორშაბათი-პარასკევი 9:30-17:30სთ, შაბათი 09:30-15:00 სთ
აუცილებელი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და ცოდნა:
- სასურველია მსგავს პოზიციაზე სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობის გამოცდილება;
- აუცილებელია ინგლისური და რუსული ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა (B2).
ვაკანტური პოზიციის ძირითადი სამუშაო აღწერა:
- პაციენტის ეფექტური მომსახურება;
- პაციენტისთვის ინფორმაციის სწორად მიწოდება/გადამისამართება;
- პაციენტის შესაბამის პროგრამაში რეგისტრაცია;
- ამბულატორიული ბარათის გახსნა და ინფორმაციის შევსება წინასწარ განსაზღვრული წესის შესაბამისად;
პიროვნული უნარები:
- ორგანიზებულობა
- პასუხისმგებლობის მაღალი დონე
- დეტალებზე ორიენტირებულობა
- დისციპლინირებულობა
- გუნდური მუშაობის უნარი
- კეთილგანწყობა
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ CV გადმოგვიგზავნოთ ელ. ფოსტით, შემდეგ მისამართზე: m.kozmanashvili@reproart.ge. სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება. განცხადების მიღების ბოლო ვადა: 2026 წლის 23 ნოემბერი.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თქვენს მიერ რეზიუმეს წარდგენა გულისხმობს, პერსონალური მონაცემების "რეპროარტისთვის" გადაცემას და თანხმობის განცხადებას აღნიშნული ინფორმაციის დამუშავებისა და შენახვის თაობაზე. პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ.
გისურვებთ წარმატებას!
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
