რეგისტრატორი
- სამუშაო გრაფიკი
- სრული (40სთ), ნახევარი(20)
- მისამართი
- საბურთალო, ვაჟა-ფშაველას გამზ #40
სრული აღწერა
ევექსი აცხადებს ვაკანსიას რეგისტრატორის პოზიციაზე
სამუშაო ადგილი: საბურთალო, ვაჟა-ფშაველას გამზ #40.
სამუშაო გრაფიკი: სრული (40სთ), ნახევარი(20)
ძირითადი მოვალეობები:
•კლინიკაში მომხმარებლების მომსახურების პროცესის დადგენილი წესის შესაბამისად წარმართვა;
- მომხმარებლის საჭიროების იდენტიფიცირება, შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება;
- მომხმარებლის სამედიცინო მომსახურებაზე დარეგისტრირება/გადამისამართება/ჩაწერა;
- მომსახურების საფასურის გადახდის პროცესის დადგენილი წესების შესაბამისად წარმართვა;
- ქსელში არსებულ აქციებზე/სერვისებზე მომხმარებლებისთვის ინფორმაციის მიწოდება და შეთავაზება.
ვაკანსიის მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (განიხილებიან სტუდენტებიც);
- სასურველია მსგავს პოზიციაზე სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობის გამოცდილება;
- საოფისე პროგრამების საშუალო დონეზე ცოდნა;
- სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.
- პარტნიორობა (ურთიერთდახმარება, ურთიერთთანამშრომლობა, გუნდურობა);
- პროფესიული განვითარებისკენ სწრაფვა;
ჩვენთან შენ მიიღებ:
ტრენინგი და განვითარება - “ევექსი”, როგორც განვითარებაზე ორიენტირებული კომპანია, უზრუნველყოფს სამედიცინო და არასამედიცინო მიმართულებით, თანამშრომელთა გადამზადების პროგრამებს, რომელიც მიმართულია როგორც მათ პროფესიულ, ასევე პიროვნულზრდაზე.
ევექსელის ბენეფიტი - ქსელის მასშტაბით, ყველა თანამშრომელს, ყოველგვარი შეზღუდვისა და ლიმიტის გარეშე, აქვს შესაძლებლობა მიიღოს:
- 50%-იანი ფასდაკლება ლაბორატორიულ-ინსტრუმენტულ კვლევებზე
- 50%-მდე ფასდაკლება სტომატოლოგიურ მომასახურებზე კლინიკა “ნიუ დენტში”
- ფასდაკლებები “ჯიპისის” და “ფარმადეპოს” სააფთიაქო ქსელში მედიკამენტებსა და თავის მოვლის საშუალებებზე.
ჯანმრთელობის დაზღვევა - ხელმისაწვდომია ყველა თანამშრომლისთვის.
ევექსი მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
"ევექსი" აცხადებს ვაკანსიას რეგისტრატორის პოზიციაზე.
ვაკანსიის სანახავად მიჰყევით ბმულს განაცხადის შევსება
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

