რეგისტრატორი
- მისამართი
- თბილისი, დადიანის პოლიკლინიკა
- სამუშაო გრაფიკი
- მცოცავი, სრული (40 სთ)
სრული აღწერა
ევექსი აცხადებს ვაკანსიას რეგისტრატორის პოზიციაზე
სამუშაო ადგილი: თბილისი , დადიანის პოლიკლინიკა
სამუშაო გრაფიკი: მცოცავი, სრული (40 სთ)
ძირითადი მოვალეობები:
•კლინიკაში მომხმარებლების მომსახურების პროცესის დადგენილი წესის შესაბამისად წარმართვა;
•მომხმარებლის საჭიროების იდენტიფიცირება, შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება;
•მომხმარებლის სამედიცინო მომსახურებაზე დარეგისტრირება/გადამისამართება/ჩაწერა;
•მომსახურების საფასურის გადახდის პროცესის დადგენილი წესების შესაბამისად წარმართვა;
•ქსელში არსებულ აქციებზე/სერვისებზე მომხმარებლებისთვის ინფორმაციის მიწოდება და შეთავაზება.
ვაკანსიის მოთხოვნები:
•უმაღლესი განათლება (განიხილებიან სტუდენტებიც);
•სასურველია მსგავს პოზიციაზე სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობის გამოცდილება;
•საოფისე პროგრამების საშუალო დონეზე ცოდნა;
•სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.
•პარტნიორობა (ურთიერთდახმარება, ურთიერთთანამშრომლობა, გუნდურობა);
•პროფესიული განვითარებისკენ სწრაფვა;
ჩვენთან შენ მიიღებ:
ტრენინგი და განვითარება - “ევექსი”, როგორც განვითარებაზე ორიენტირებული კომპანია, უზრუნველყოფს სამედიცინო და არასამედიცინო მიმართულებით, თანამშრომელთა გადამზადების პროგრამებს, რომელიც მიმართულია როგორც მათ პროფესიულ, ასევე პიროვნულზრდაზე.
ევექსელის ბენეფიტი - ქსელის მასშტაბით, ყველა თანამშრომელს, ყოველგვარი შეზღუდვისა და ლიმიტის გარეშე, აქვს შესაძლებლობა მიიღოს:
- 50%-იანი ფასდაკლება ლაბორატორიულ-ინსტრუმენტულ კვლევებზე
- 50%-მდე ფასდაკლება სტომატოლოგიურ მომასახურებზე კლინიკა “ნიუ დენტში”
- ფასდაკლებები “ჯიპისის” და “ფარმადეპოს” სააფთიაქო ქსელში მედიკამენტებსა და თავის მოვლის საშუალებებზე.
ჯანმრთელობის დაზღვევა - ხელმისაწვდომია ყველა თანამშრომლისთვის.
ევექსი მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
"ევექსი" აცხადებს ვაკანსიას რეგისტრატორის პოზიციაზე
ვაკანსიის სანახავად მიჰყევით ბმულს: განაცხადის შევსება
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

