რეგიონული მენეჯერი
- სამუშაო გრაფიკი
- 09:00-18:00 / ორშ–პარ /
- ბენეფიტები
- პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობა · სტაბილური სამუშაო გარემო · საწვავით უზრუნველყოფა
სრული აღწერა
კომპანია "მასტერ კოფი" არის კომპანია იაკობს საქართველოს ოფიციალური დისტრიბუტორი ყავის ბიზნესის მიმართულებით და კაფეების ქსელ "COFFEESTA"-ს მფლობელი კომპანია. "მასტერ კოფს" გააჩნია ყავის მარცვლის დიდი ასორტიმენტი: CARTE NOIRE", " JACOBS", "PIAZZA DORO", "L`OR" და უზრუნველყოფს ყავის აპარატების - Franke, Schaerer, Astoria, Saeco, Dr. Coffee - მიწოდებასა და მათი სათადარიგო ნაწილებით უზრუნველყოფას.
კომპანია აცხადებს ვაკანსიას რეგიონული მენეჯერის პოზიციაზე.
პოზიციის ძირითადი მიზანი:
დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს (გარდა თბილისის)რეგიონებში კომპანიის გაყიდვების განვითარება, HoReCa სექტორში ახალი პარტნიორების მოზიდვა და დაქვემდებარებული გუნდის ეფექტიანი მართვა.
სამუშაო გრაფიკი: 09:00-18:00 / ორშაბათი-პარასკევი /;
ანაზღაურება: ფიქსირებული (კვარტალური საბონუსე სისტემა);
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- დაქვემდებარებული რეგიონების ყოველდღიური საქმიანობის მართვა და კოორდინაცია;
- დაქვემდებარებული გაყიდვების მენეჯერების გუნდის მართვა, მოტივირება, განვითარება და საქმიანობის კოორდინირება;
- გაყიდვების ზრდის სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება, დასახული გეგმებისა და KPI მაჩვენებლების შესრულების უზრუნველყოფა;
- მოლაპარაკების ეფექტური წარმოება HoReCa, საცალო, ქსელურ და სხვა კომერციულ ობიექტების წარმომადგენლებთან;
- არსებული პარტნიორი კომპანიების შენარჩუნებაზე ზრუნვა;
- გაყიდვების გეგმის დაწესებულ ვადებში შესრულება;
- დავალიანებებისა და დებიტორული ნაშთების კონტროლი;
- კომპანიის მიერ დასახული გეგმებისა და პრიორიტეტების შესრულება;
- ხელმძღვანელობისთვის პერიოდული ანგარიშების წარდგენა;
- ხელმძღვანელობისთვის გაყიდვების შედეგების, მიღწევებისა და განვითარების გეგმების შესახებ პერიოდული ანგარიშგება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- გუნდის მართვის მინიმუმ 5-წლიანი გამოცდილება;
- HoReCa სექტორში ან დისტრიბუციაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- მოლაპარაკებების წარმოებისა და კომუნიკაციის ძლიერი უნარები;
- სამუშაო პროცესების დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
- ანალიტიკური აზროვნება და პრობლემების ოპერატიულად გადაწყვეტის უნარი;
- მაღალი პასუხისმგებლობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
- MS Office-ის ცოდნა;
- ერთ-ერთი უცხო ენის (ინგლისური/რუსული) ცოდნა სასურველია;
- B კატეგორიის მართვის მოწმობა;
სამუშაო პირობები:
- ფიქსირებული ხელფასი
- გაყიდვების შედეგებზე დამოკიდებული კვარტალური ბონუსური სისტემა;
- პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობა;
- სტაბილური სამუშაო გარემო.
- საწვავით უზრუნველყოფა
- ჯანმრთელობის დაზღვევა
ჩვენ გთავაზობთ:
- პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობა;
- სტაბილური სამუშაო გარემო.
- საწვავით უზრუნველყოფა;
- ჯანმრთელობის დაზღვევა;
- ულიმიტო სასაუბრო;
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: info@mastercoffee.ge ელ.ფოსტის სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: რეგიონული მენეჯერი.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

