რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მთავარი სპეციალისტი
- ანაზღაურება
- 2 720 ₾
- ქალაქი
- ონი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება
- 6 თვე
სრული აღწერა
პოზიციის დასახელება:
რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მთავარი სპეციალისტი
კონკურსის ტიპი:
ღია კონკურსი
ორგანიზაცია:
სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო
ორგანიზაციის შესახებ:
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ძირითადი მიზანია სახელმწიფო მომსახურებების განვითარების ხელშეწყობა, მომხმარებელზე ორიენტირებული ახალი და ინოვაციური სერვისების დანერგვა, სამოქალაქო რეესტრის წარმოება და მუდმივი სრულყოფა, ქვეყნის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ადგილობრივი თუ საერთაშორისო პროექტებისა და რეფორმების მხარდაჭერა.
კატეგორია:
მომსახურება
განცხადების ბოლო ვადა:
14.11.2026
თანამდებობრივი სარგო:
2720 ლარი
ადგილების რაოდენობა:
1
სამსახურის ადგილმდებარეობა:
ონი
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა:
6 თვე
ფუნქციები:
- საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის, საქართველოს მოქალაქის, მოქალაქეობის არმქონე პირის, ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის პასპორტის, სამგზავრო პასპორტის, სამგზავრო დოკუმენტის მიღების თაობაზე მოქალაქეთა განცხადებების განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება;
- საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ფიზიკურ პირთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის თაობაზე მოქალაქეთა განცხადებების განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება. საჭიროების შემთხვევაში საცხოვრებელი ადგილის გადამოწმება და შესაბამისი ოქმის შედგენა;
- დაბადების, ქორწინების, განქორწინების, სახელის ან/და გვარის შეცვლის, შვილად აყვანის, მამობის დადგენის და გარდაცვალების სამოქალაქო აქტების რეგისტრაცია, პირველადი და განმეორებითი მოწმობების გაცემა;
- სამოქალაქო აქტის ჩანაწერებში შესწორების, ცვლილების, დამატების შეტანის საქმისწარმოება;
- სხვადასხვა ადმინისტრაციული დაწესებულებებიდან, ასევე სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სტრუქტურული ერთეულებიდან შემოსულ კორესპონდენციაზე რეაგირება;
- დაბადებისა და გარდაცვალების შესახებ სამედიცინო შეტყობინებით შემოსული ცნობის განხილვა და შესაბამისი აქტის რეგისტრაცია;
- იურიდიული მნიშვნელობის მქონე ზოგიერთი ფაქტის დადგენის შესახებ განცხადებების განხილვა, მოსმენის ჩატარება და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება;
- სამოქალაქო აქტის ჩანაწერის ბათილად ცნობა/ ხელახალი რეგისტრაცია;
- სამოქალაქო აქტის რეგისტრაცია იურიდიული მნიშვნელობის ფაქტის დადგნის შესახებ გადაწყვეტილების საფუძველზე;
- მრავალშვილიანი და მარტოხელა მშობლის სტატუსის დადგენის შესახებ გადაწყვეილების მიღება და შესაბამისი ცნობის გაცემა;
- საქართველოს მოქალაქეებზე და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირზე მათი საზღვარგარეთ დაქორწინების მიზნით ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების არ არსებობის თაობაზე ცნობის გაცემა;
- ადმინისტრაციული სამართალდარღვევების საქმეების განხილვა და ადმინისტრაციული სახდელების შეფარდება (საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ - 185,185¹, 185² მუხლების შესაბამისად);
- სრული/საბაზისო ზოგადი განათლების ატესტატისა და ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სერტიფიკატის გაცემაზე მოქალაქეთა განცხადებების განხილვა;
- დოკუმენტებში აღმოჩენილი შეცდომების, სავარაუდო გაყალბებისა და ადმინისტრაციულ წარმოებაში გამოვლენილი შეუსაბამო მონაცემების შესახებ ახსნა-განმარტებითი ბარათით უშუალო ხელმძღვანელის ინფორმირება, საჭიროების შემთხვევაში დამატებითი დოკუმენტების მოძიება, მათი ანალიზი და დასკვნის მომზადება;
- უცხო ქვეყნის მოქალაქეზე ბინადრობის ნებართვის და საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ განცხადებების განხილვა;
- უფლებამოსილების/კომპეტენციის ფარგლებში სამსახურის უფროსის სხვა დავალებების შესრულება.
მინიმალური განათლება:
ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება:
6 თვე
საკონკურსო თემატიკა:
- საქართველოს კონსტიტუცია (მეორე თავი);
- „საქართველოს შრომის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონი;
- „საქართველოს ორგანული კანონი ,,საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ( I თავი);
- „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი" (I - IV თავები, VIII თავი) საქართველოს კანონი;
- „საქართველოს სამოქალაქო კოდექსი“ (წიგნი პირველი, კარი პირველი, თავი პირველი - „ფიზიკური პირები“ და წიგნი მეხუთე - „საოჯახო სამართალი’’) საქართველოს კანონი;
- „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი;
- ,,სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონი;
- ,,სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონი;
- ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონი;
- ,,უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ” საქართველოს კანონი;
- ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონი;
- ,,უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის მოწმობის გაცემისა და გაუქმების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 13 ივნისის N99 ბრძანება;
- ,,აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში (ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში) ლეგიტიმურად მცხოვრები პირების რეგისტრაციის, პირადი ნომრის მინიჭების, პირადობის ნეიტრალური მოწმობის და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის გაფორმების, გაცემის და გაუქმების წესის დამტკიცების შესახებ“ 2011 წლის 11 ოქტომბრის საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება N133 ბრძანება;
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2026 წლის 19 ივნისის №1213 ბრძანება;
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 25 თებერვლის №501 ბრძანება;
- „სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 31 იანვრის №18 ბრძანება;
- „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანება;
- „დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობის გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 4 ნოემბრის №50 ბრძანება;
- „პირის საიდენტიფიკაციო დოკუმენტებში გამოვლენილი არასწორი/ურთიერთშეუსაბამო მონაცემების მექანიკურ შეცდომად მიჩნევისა და ზოგიერთი უცხო ენიდან ქართულ ენაზე ტრანსლიტერაციის წესების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 5 თებერვლის N114 ბრძანება.
საკონკურსო კომისიის მისამართი:
ქ. თბილისი, ზვიად გამსახურდიას სანაპირო №1
საკონტაქტო ტელეფონები:
2401010 (3618)
დამატებითი მოთხოვნები:
აუცილებელია:
მუშაობის 6 თვიანი გამოცდილება (ჩაითვლება სტაჟირებაც).
სასურველია:
უმაღლესი განათლება სამართლის მიმართულებით;
ინგლისური ან რუსული ენის B1 დონეზე ცოდნა;
პიროვნული თვისებები:
- პასუხისმგებლობა;
- ორგანიზებულობა;
- პუნქტუალურობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- აზრის ნათლად გამოხატვის უნარი;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.
დამატებითი ინფორმაცია:
წერითი დავალება მოიცავს:
- პროფესიულ ტესტირებას საკონკურო თემატიკაში მითითებული სამართლებრივი აქტებიდან;
- იმისთვის, რომ კანდიდატი გადავიდეს გასაუბრების ეტაპზე, მან პროფესიულ წერით დავალებაში უნდა მიიღოს მაქსიმალური 40 ქულიდან 21 ქულა და მეტი;
- აუცილებელია კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა განაცხადის გაკეთების დროს ატვირთონ და გამოაგზავნონ უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი, წარმოადგინონ სამოტივაციო წერილი, ასევე შესაბამის ველში მიუთითონ მინიმუმ 1 რეკომენდატორის საკონტაქტო მონაცემები;
- შერჩეულ კანდიდატებთან დაკავშირება მოხდება ტელეფონის ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით;
- სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებ გვერდს: www.sda.gov.ge;
- კონკურსში მონაწილეობის მსურველებს, გთხოვთ, დარეგისტრირდეთ vacancy.hr.gov.ge -ზე, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გააკეთოთ განაცხადი ვაკანსიაზე.
მოცემულ კონკურსზე რეზიუმეს გამოგზავნით კანდიდატი ადასტურებს, რომ იცნობს და ეთანხმება ვაკანსიის განაცხადში მოცემულ ფუნქციებსა და პირობებს. ასევე, ის თანახმაა, მის რეზიუმეში მოცემული პერსონალური მონაცემები, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, დამუშავდეს კონკურსის მიზნებისთვის იუსტიციის სამინისტროს სისტემის მასშტაბით.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან 3 თვის განმავლობაში; კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს ქულათა სისტემით.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
