პურის მცხობელი - ღამის ცვლა
გამოქვეყნდა 27 ნოებოლო ვადა: 27 დეკ
- მისამართი
- თბილისი, დიდი დიღომი
სრული აღწერა
პურის ქარხანა აცხადებს ვაკანსიას პურის მცხობლის პოზიციაზე დღეგამოშვებით ღამის ცვლაში. ცვლის ხანგრძლივობა 10-12 საათი. ცხობის გამოცდილება არ არის სავალდებულო, ტექნოლოგიას შეგასწავლით ადგილზე.
ძირითადი მოვალეობები:
- პურის ცხობისთვის საჭირო დანადგარებთან (ცომსაზელი, ცომსაჭრელი, ღუმელი...) მუშაობა;
- რეცეპტებისთვის მარაგების კონტროლი;
- საწყობში საჭირო ინგრედიენტების მიღება და სწორად შენახვა;
- პროდუქციის ვიზუალური და გემოვნური ხარისხის მუდმივი კონტროლი;
- მზა პროდუქციის გადანაწილება კონტეინერებში შეკვეთების მიხედვით;
- ცვლის დასრულების შემდეგ სამუშაო ადგილის მოწესრიგება;
- სამუშაო სივრცის სისუფთავის და ჰიგიენური ნორმების დაცვა;
- სამუშაო პროცესში ტექნიკისა და აღჭურვილობის უსაფრთხო გამოყენება;
- დადგენილი ნორმების და ტექნოლოგიური სტანდარტების დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:
- სისუფთავის, ჰიგიენისა და უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და გუნდური მუშაობის უნარი;
- დროის მართვისა და ორგანიზებულობის უნარი.
მისამართი: თბილისი, დიდი დიღომი
თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს და გსურთ შემოგვიერთდეთ, გთხოვთ, დარეკოთ ნომერზე 571790099
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება


