პურ-ფუნთუშეულისა და კრუასანის მცხობელი
- მისამართი
- ქუთაისი, გუგუნავას #5
სრული აღწერა
"რაფაელო" საკონდიტრო კომპანიაა, რომელიც 2014 წლიდან წარმატებით საქმიანობს ბაზარზე. დღეს კომპანია აერთიანებს 200-მდე თანამშრომელს და აქტიურად აგრძელებს განვითარებასა და გაფართოებას.
შპს "რაფაელოს" მიზანია მაღალი ხარისხის საკონდიტრო ნაწარმისა და ტკბილეულის წარმოება და რეალიზაცია, მომხმარებელთა მოთხოვნებისა და მოლოდინების დაკმაყოფილება, პროდუქციის ხარისხის მუდმივი გაუმჯობესება და მომხმარებლისთვის გამორჩეული გემოვნური გამოცდილების შეთავაზება.
ვაკანსიის შესახებ:
საკონდიტრო კომპანია "რაფაელო" გთავაზობთ დასაქმებისა და კარიერული განვითარების შესაძლებლობას და აცხადებს ვაკანსიას პურ-ფუნთუშეულისა და კრუასანის მცხობლის პოზიციაზე.
სამუშაო პირობები:
- ანაზღაურება: გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით;
- სამუშაო ადგილი: ქუთაისი, გუგუნავას #5.
ძირითადი მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
- პურ-ფუნთუშეულის წარმოების ან ცომთან მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება;
- სისუფთავისა და ჰიგიენის ნორმების დაცვა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- გუნდური მუშაობის უნარი.
ძირითადი მოვალეობები:
- სხვადასხვა სახეობის პურის, ფუნთუშეულისა და კრუასანის მომზადება და გამოცხობა;
- ცომის მომზადებისა და დამუშავების ტექნოლოგიური პროცესების დაცვა;
- პროდუქციის ხარისხისა და ვიზუალური სტანდარტების კონტროლი;
- სამუშაო სივრცის სისუფთავისა და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა;
- საჭიროების შემთხვევაში, კონკრეტული სახეობების მომზადების ტექნოლოგიის ადგილზე შესწავლა და ათვისება.
რას გთავაზობთ:
- მეგობრულ და დინამიკურ სამუშაო გარემოს;
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
- ახალი ტექნოლოგიების ადგილზე შესწავლის შესაძლებლობას;
- პროფესიონალ გუნდთან თანამშრომლობას;
- გრძელვადიანი დასაქმებისა და კარიერული განვითარების შესაძლებლობას.
თუ გაქვთ შესაბამისი გამოცდილება, პასუხისმგებლობით ეკიდებით საქმეს და გსურთ პროფესიული განვითარება საცხობი და საკონდიტრო წარმოების სფეროში, შემოგვიერთდით "რაფაელოს" გუნდში!
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV rafaelo.humanresource@gmail.com.
დაგვიკავშირდით: 555 216 514.
გთხოვთ, CV-ში მიუთითოთ სასურველი პოზიცია.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
