პროტოკოლისა და ღონისძიებების სამსახურის პროტოკოლის განყოფილების უფროსი
- ანაზღაურება
- 6 400 ₾
- ქალაქი
- თბილისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება
- 2 წელი
- მთავარი მოთხოვნა
- პროტოკოლის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება არანაკლებ 2 წელი
სრული აღწერა
თანამდებობის დასახელება:
მეორე რანგი - საჯარო დაწესებულების მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
პოზიციის დასახელება:
პროტოკოლისა და ღონისძიებების სამსახურის პროტოკოლის განყოფილების უფროსი
კონკურსის ტიპი:
შიდა კონკურსი
ორგანიზაცია:
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია
კატეგორია:
მართვა/მენეჯმენტი
განცხადების ბოლო ვადა:
26.10.2026
თანამდებობრივი სარგო:
6400 ლარი
ადგილების რაოდენობა:
1
სამსახურის ადგილმდებარეობა:
თბილისი
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
ფუნქციები:
-განყოფილების საქმიანობის ხელმძღვანელობა, ამოცანების დასახვა და თანამშრომელთათვის დავალებების განაწილება, მათი შესრულების ვადების განსაზღვრა და კონტროლი;
-სამსახურის თანამშრომელთა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების ზედამხედველობა და მათ მიერ ადმინისტრაციის შინაგანაწესის შესრულების კონტროლი;
-უცხო ქვეყნის დელეგაციის ვიზიტის საერთო კოორდინაციაში მონაწილეობის მიღება;
-უცხო ქვეყნების სახელმწიფოთა მეთაურების საქართველოში ვიზიტის ფარგლებში მოსამზადებელი სამუშაოების გეგმისა და პროგრამის პროექტების შემუშავება ან/და მომზადებული პროექტის კორექტირება;
-უცხო ქვეყნის სახელმწიფოთა მეთაურების საქართველოში ვიზიტების ფარგლებში ცერემონიული ხასიათის ღონისძიებების უზრუნველყოფის მიზნით, კომპეტენციის ფარგლებში დიპლომატებთან და მოსამზადებელ ჯგუფებთან მოლაპარაკებების წარმოება;
-საქართველოს პრეზიდენტის საზღვარგარეთ დაგეგმილი ვიზიტის მომზადებისას საქართველოსა და სხვა ქვეყნების შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებთან და სხვადასხვა ორგანიზაციასთან მოლაპარაკების წარმოება;
-საქართველოს პრეზიდენტის საზღვარგარეთ ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტის თანმხლები დელეგაციის შემადგენლობის შესახებ ინფორმაციის მოპოვება და შესაბამისი სამსახურისათვის მიწოდება განკარგულების პროექტის შემუშავების მიზნით;
-სამსახურის ხელმძღვანელთან შეთანხმებით, საქართველოს პრეზიდენტის საზღვარგარეთ დაგეგმილი ვიზიტის (სახელმწიფო, ოფიციალური, სამუშაო) პროგრამის პროექტის შედგენა და მიმღები მხარის პროტოკოლის წარმომადგენლებთან თანამშრომლობა პროექტის შეთანხმების მიზნით;
-საზღვარგარეთის ქვეყნებში საქართველოს საელჩოებთან წინასწარი მოსამზადებელი სამუშაოებისა და შეხვედრების წარმართვა, დაგეგმილი ვიზიტის მოსამზადებელი ღონისძიებების დეტალური განხილვა, საელჩოს თანამშრომლების ინფორმირება;
-საქართველოს პრეზიდენტისათვის საზღვარგარეთ შემოთავაზებული ვიზიტის პროგრამის გაანალიზება და სამსახურის ხელმძღვანელთან შეთანხმებით მისი კორექტირება;
-საზღვარგარეთის ქვეყნებში ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილი ორმხრივი და მრავალმხრივი შეხვედრების მომზადება, საჭიროების შემთხვევაში ვიზიტის პროგრამაში ცვლილებების შეტანა, შეთანხმება, განხორციელება;
-საქართველოს პრეზიდენტის საზღვარგარეთ ვიზიტისას მიმღებ მხარესთან ერთად ვიზიტის განხორციელების ზედამხედველობა;
-საქართველოში დაგეგმილი საერთაშორისო კონფერენციების, სემინარებისა და სხვა ღონისძიებების ორგანიზების უზრუნველყოფის ხელშეწყობა;
-საქართველოს პრეზიდენტისათვის უცხო ქვეყნის ელჩების მიერ რწმუნებათა სიგელების გადაცემისა და ასევე დაჯილდოების ცერემონიების ორგანიზების უზრუნველყოფა;
-საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გასამართი ცერემონიალური ღონისძიებების დაგეგმვისა და ორგანიზების უზრუნველყოფა;
-საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გასამართი ღონისძიებების შესახებ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელთა ინფორმირების, მათი მოწვევის, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მიღებისა და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან გაცილების პროცესების ხელმძღვანელობა;
-საქართველოს ოფიციალური პირებისათვის საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მობრძანებისას საპროტოკოლო მომსახურების გაწევის უზრუნველყოფა/ხელმძღვანელობა საჭიროების შემთხვევაში;
-საქართველოში ოფიციალური ღონისძიებების გამართვისას საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს ადმინისტრაციის უფროსისათვის საპროტოკოლო მომსახურების გაწევის უზრუნველყოფა საჭიროების შემთხვევაში;
-საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომელთა მიერ დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებისა და უცხო ქვეყნების ვიზების მიღების პროცესის ზედამხედველობა;
-საქართველოს პრეზიდენტის საზღვარგარეთ დაგეგმილი ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტისა და მისი დელეგაციის წევრებისათვის სასაზღვრო და საბაჟო პროცედურების ორგანიზების ზედამხედველობა;
-განყოფილების საქმიანობასთან დაკავშირებული კორესპონდენციისა და დოკუმენტაციის განხილვა, ორგანიზება და სისტემატიზება, მათ შორის, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არსებულ საქმისწარმოების ელექტრონულ სისტემაში მუშაობა;
-საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გასაცემი საჯარო და პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის მომზადების უზრუნველყოფა;
-განყოფილების თანამშრომელთა შეფასების, წახალისების, განვითარების, მოტივირების პროცესის განხორციელება; დისციპლინური ღონისძიებების მიმდინარეობის პროცესში მონაწილეობის მიღება;
-შესრულებული სამუშაოს შესახებ ანგარიშის მომზადება საჭიროების შემთხვევაში;
-სამსახურის ხელმძღვანელის/სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილის მოვალეობის შესრულება მისი არყოფნის ან მოვალეობის განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში;
-ადმინისტრაციის დებულებით, ადმინისტრაციის სამართლებრივი აქტებითა და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებებისა და მოვალეობების განხორციელება სამსახურის ხელმძღვანელის ცალკეული დავალებების/მითითებების შესაბამისად.
მინიმალური განათლება:
ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება:
2 წელი
საკონკურსო თემატიკა:
- საქართველოს კონსტიტუცია;
- ვენის 1961 წლის კონვენცია „დიპლომატიურ ურთიერთობათა შესახებ“;
- ვენის 1963 წლის კონვენცია „საკონსულო ურთიერთობის შესახებ“;
- საქართველოს კანონი „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“;
- საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;
- საქართველოს კანონი „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ (I - III თავები);
- საქართველოს კანონი „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“;
- საქართველოს კანონი „საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ“;
- „საქართველოში საპროტოკოლო ღონისძიებათა მოწყობის წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 27 სექტემბრის N386 ბრძანებულება;
- ,,საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2026 წლის 9 ოქტომბრის N257 ბრძანებულება;
- „საჯარო დაწესებულებაში ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის №200 დადგენილება.
საკონკურსო კომისიის მისამართი:
ათონელის N25, ქ. თბილისი, საქართველო
საკონტაქტო ტელეფონები:
032 2281824
საკონტაქტო პირი:
ლანა ტეფნაძე
დამატებითი მოთხოვნები:
აუცილებელია: პროტოკოლის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება არანაკლებ 2 წელი.
სასურველია:
- მაგისტრის ხარისხი;
- საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილება არანაკლებ 3 წელი;
დამატებითი ინფორმაცია:
შესაბამის ველში - კანდიდატმა აუცილებლად უნდა ატვირთოს:
- უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის ასლი (უცხოენოვანი დიპლომის განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გამოცემული აღიარების დოკუმენტი);
- შრომის წიგნაკის ან შრომითი ურთიერთობის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები (ორგანიზაცია, თანამდებობა, დანიშვნისა და გათავისუფლების თარიღების მითითებით, უცხოენოვანი ცნობის შემთხვევაში ქართულ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული);
- საბუთების არასრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში კანდიდატი კონკურსის II ეტაპზე არ დაიშვება.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
კომისიის საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება ხმათა უბრალო უმრავლესობის საფუძველზე, განაცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
