პროტეინის ბარების და ჯანსაღი თხილეულის პროდუქციის ტექნოლოგი
- ქალაქი
- თბილისი
- სამუშაო გრაფიკი
- შეთანხმებით, (განვიხილავთ ფრილანს ფორმატსაც)
სრული აღწერა
შპს "კახური ტრადიციული მეღვინეობა"-ის, შვილობილი კომპანია შპს "გურული ნენა" აცხადებს ვაკანსიას პროტეინის ბარების და ჯანსაღი თხილეულის პროდუქციის ტექნოლოგის პოზიციაზე.
მდებარეობა: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: შეთანხმებით, (განვიხილავთ ფრილანს ფორმატსაც);
ანაზღაურება: გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად;
ძირითადი მოვალეობები:
- რეცეპტურების შემუშავება (პროტეინის ბარები, თხილეულის ნაზავები);
- წარმოების ტექნოლოგიური პროცესის დაგეგმვა და კონტროლი;
- ნედლეულის შერჩევა და ხარისხის სტანდარტების დაცვა;
- შენახვის ვადებისა და შეფუთვის პარამეტრების განსაზღვრა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- განათლება კვების ტექნოლოგიის/საკვები მრეწველობის მიმართულებით;
- მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება სასურველია;
- ცოდნა კვების უსაფრთხოების სტანდარტების შესახებ (HACCP/ISO);
პიროვნული უნარები
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- შედეგზე ორიენტირებულობა;
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
- კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი.
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ (CV) ელ. ფოსტაზე: oldkakheti@ktw.ge ან დარეკეთ ნომერზე 551 902-902 (10:00 საათიდან 18:00 საათამდე), სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "პროტეინის ბარების და ჯანსაღი თხილეულის პროდუქციის ტექნოლოგი".
"თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც.
რეზიუმეს გამოგზავნის შემთხვევაში, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ კომპანიის მიერ მუშავდება თქვენი პერსონალური მონაცემები (1 წლის განმავლობაში) შემდგომში თანამშრომლობის მიზნით."
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
