პრომოუტერი
- ბენეფიტები
- · პროფესიული და კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობას · · სტაბილურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს · · ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს
სრული აღწერა
სამშენებლო-სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი "გორგია" აცხადებს ვაკანსიას პრომოუტერის პოზიციაზე, თბილისში.
მე, გვანცა პარკაძე VIP ქსელების გაყიდვების მენეჯერი, ვმუშაობ გორგიაში 2018 წლიდან. ვაცხადებ ვაკანსიას პრომოუტერის პოზიციაზე დისტრიბუციის დეპარტამენტში, პირობას გაძლევთ, რომ შეგასწავლით საქმიანობისთვის საჭირო ტექნიკებს და უნარ-ჩვევებს, კერძოდ: პროდუქციის ასორტიმენტს,პროდუქციის ძირითად მახასიათებლებსა და უპირატესობებს პროდუქციის სწორად განთავსებისა და პრეზენტაციის წესებს,მომხმარებელთან კომუნიკაციისა და პროდუქციის შეთავაზების სტანდარტებს.
კომპანია "გორგია" საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობებს ახორციელებს 1998 წლიდან."გორგია" პირველი ქართული კომპანიაა, რომელიც უკვე ევროკავშირში საცალო ვაჭრობით არის წარმოდგენილი. გორგია მომხმარებლებს 4 000 ზე მეტი დასახელების საერთაშორისო ბრენდს და 100 000-ზე მეტი დასახელების სამშენებლო-სარემონტო, საყოფაცხოვრებო პროდუქციას სთავაზობს.
დღესდღეობით კომპანია აერთიანებს 3000-მდე თანამშრომელს, კომპანიის მთავარი ღირებულებებია: მუდმივი განვითარება; წარმატების გაზიარება; ჩვენ არასოდეს ვამბობთ "არ" ან "ვერ", შეუძლებელი არაფერია.
კომპანიის მთავარი მიზანია ხარისხიანი პროდუქცია შესთავაზოს მომხმარებელს და კონკურენტული იყოს დაბალი ფასის შეთავაზებით. გორგია წარმოდგენილია 14 ფილიალით, როგორც საქართველოში ყველა დიდ ქალაქში, ასევე ევროკავშირის წევრ ქვეყანაში, კერძოდ ბულგარეთში. კომპანიას ჰყავს გამოცდილი და კვალიფიციური გუნდი, რომელიც უზრუნველყოფს შესყიდვებისა და გაყიდვების საერთაშორისო ტექნოლოგიების ცოდნის გაზიარებას.
კომპანიაში დაგხვდებათ სტაბილური, მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული ინოვაციური და დინამიკური სამუშაო გარემო.
ჩვენ გთავაზობთ:
· პროფესიული და კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობას;
· სტაბილურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
· ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;
· თანამშრომლისთვის განკუთვნილ ფასდაკლებას;
· კვებას;
· Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობას.
ძირითადიფუნქცია-მოვალეობები:
· პროდუქციის მომხმარებლისთვის წარდგენა და მისი მახასიათებლების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
· სავაჭრო სივრცეში პროდუქციის სწორად განთავსებისა და მოწესრიგების კონტროლი;
· როდუქციის ნაშთისა და არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება პასუხისმგებელი პირისთვის.
ძირითადისაკვალიფიკაციო მოთხოვნები:
· სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
· 1C პროგრამის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
· სასურველია ინგლისური ენის ცოდნა.
პიროვნულითვისებები:
· ორგანიზებული და კომუნიკაბელური;
· პასუხისმგებლიანი;
· დეტალებზე ორიენტირებული;
· დროის ეფექტურად მართვის უნარი.
გისურვებთ წარმატებებს!
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
"გორგია" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - პრომოუტერი, ქალაქში - თვალჭრელიძის ქუჩა 2, სავაჭრო ცენტრი "ისთ ფოინთი".
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: განაცხადის შევსება
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

