პრომოუტერი
- მისამართი
- ქ. ქუთაისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი N2
- სამუშაო გრაფიკი
- ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:00-18:00
სრული აღწერა
შპს "ბიესი" ლიდერი კომპანია საქართველოში უმაღლესი ხარისხის სამშენებლო მასალების მიწოდების სფეროში აცხადებს ვაკანსიას პრომოუტერის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: ქ. ქუთაისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი N2
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:00-18:00
ანაზღაურება: ფიქსირებული 1500 + ბონუსი
ძირითადი მოვალეობები:
- მომხმარებლისთვის კვალიფიციური მომსახურების გაწევა, პროდუქციის შეთავაზება და გადაწყვეტილების მიღებაში დახმარება;
- საჭიროების შემთხვევაში, მომხმარებლის დაკავშირება გაყიდვების მენეჯერთან ან ტექნიკურ სპეციალისტთან;
- კომპანიის მიერ დაგეგმილ პრომოაქციაში მონაწილეობის მიღება;
- მომხმარებლის მოზიდვა და გაყიდვების ამაღლება;
- სავაჭრო სივრცეში პროდუქციის სწორად და თვალსაჩინოდ განთავსების ხელშეწყობა;
- პროდუქციის ნაშთებთან ან ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ პასუხისმგებელი პირისთვის ინფორმაციის მიწოდება;
- უშუალო ხელმძღვანელის მიერ სხვა დავალებების შესრულება/რეპორტინგი.
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
- 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვების პოზიციაზე;
- სასურველია სამუშაო გამოცდილება სამშენებლო მასალების გაყიდვების მიმართულებით;
- სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა სალაპარაკო დონეზე;
- საოფისე პროგრამების — MS Word-ისა და Excel-ის — სამუშაო დონეზე ცოდნა.
პიროვნული მახასიათებლები:
- გუნდში მუშაობის უნარი;
- გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- სწრაფი ადაპტაციის უნარი;
- პუნქტუალურობა.
ჩვენთან გელოდებათ:
- კარიერული განვითარების შესაძლებლობა;
- კომფორტული სამუშაო გარემო;
- ტრენინგები და პროდუქციის შესწავლა;
- ჯანმრთელობის დაზღვევა;
- Fitpass.
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე — HR@bs.ge და "Subject"-ში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "პრომოუტერის".
თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 2 წლის განმავლობაში.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

