პრომოუტერი
გამოქვეყნდა 29 ოქტბოლო ვადა: 29 ნოე
- ანაზღაურება
- 1 000 ₾
- ქალაქი
- ქუთაისი
სრული აღწერა
სამშენებლო სექტორში მოქმედი კომპანია "პოლიპრომი" უკვე 10 წელია წამყვანი ევროპული ბრენდების - Soudal, Diager, Samedia, Index ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში.
ამჟამად კომპანია აცხადებს ვაკანსიას პრომოუტერის პოზიციაზე ქუთაისის "დომინოს" ფილიალში.
სამუშაო პირობები:
- კვირაში 5 დღე, 10-დან 5 საათამდე (1სთ შესვენება)
- ანაზღაურება: 1000 ლარი
- გამოსაცდელი პერიოდი: 2 თვე;
- ულიმიტო სასაუბრო დრო;
- სამედიცინო დაზღვევა (გამოსაცდელი პერიოდის გასვლის შემდგომ)
ძირითადი მოვალეობები:
- მომხმარებლისთვის პროდუქციის შეთავაზება და კონსულტაციის გაწევა;
- პროდუქციის მახასიათებლების, უპირატესობებისა და გამოყენების სფეროების გაცნობა;
- მომხმარებლის საჭიროების მიხედვით შესაბამისი პროდუქციის შერჩევაში დახმარება;
- თაროებისა და სტენდის მოწესრიგება და პროდუქციის სათანადოდ განთავსება;
- პროდუქციის მარაგებისა და ვადების კონტროლი;
- საჭირო ინფორმაციისა და ანგარიშის დროულად მიწოდება უშუალო ხელმძღვანელისთვის.
ძირითადი მოთხოვნები:
- მომხმარებელთან ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- სიახლეების სწრაფად ათვისებისა და სწავლის მზაობა;
- ორგანიზებულობა და დეტალებზე ყურადღების გამახვილების უნარი;
- პროდუქციის შესახებ ინფორმაციის შესწავლისა და მომხმარებლისთვის სწორად მიწოდების უნარი.
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოგზავნოთ CV მითითებულ მეილზე: info@polyprom.ge და სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. კომპანია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
