პრომო-კონსულტანტი
- ანაზღაურება
- 1 200 ₾
- ქალაქი
- დიდი დიღმის გუდვილის ფილიალი
- სამუშაო გრაფიკი
- 5 სამუშაო დღე კვირაში, 40 სთ (11:00-20:00)
სრული აღწერა
"მარშე" საერთაშორისო სტანდარტების მქონე კვებითი პროდუქტების მწარმოებელი კომპანიაა. დაარსებიდან დღემდე ზრდისა და განვითარების პროცესს უწყვეტად განაგრძობს. ამ ეტაპზე წარმოების ოთხი ძირითადი მიმართულება გვაქვს : ნახევარფაბრიკატები, პურ-ფუნთუშეული, ხორცპროდუქტები და თევზეული. მარშე აქტიურად არის წარმოდგენილი B2B ბაზარზე, ასევე აქტიურად ავითარებს საცალო ვაჭრობის მიმართულებას.
"მარშე" აცხადებს ვაკანსიას ქალაქ თბილისში პოზიციაზე: პრომო-კონსულტანტი.
სამუშაო გრაფიკი: 5 სამუშაო დღე კვირაში, 40 სთ (11:00-20:00)
დასვენების დღეები: კვირა, ორშაბათი
ანაზღაურება: 1200 ₾
ადგილმდებარეობა: დიდი დიღმის გუდვილის ფილიალი
ძირითადი მოვალეობები:
- სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის სრულფასოვანი წარმოდგენა და მომხმარებლების კონსულტაცია;
- ბრენდის ცნობადობისა და გაყიდვების სტიმულირება (პრომო აქტივობების, დეგუსტაციებისა და შეთავაზებების გზით);
- პროდუქციის თაროებზე სწორად განთავსება, ვიზუალური სტანდარტების დაცვა და SKU-ების კონტროლი;
- მარაგების კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში შეკვეთის რეკომენდაცია;
- POS მასალების (პლაკატები, სტიკერები, სტენდები და ა.შ.) მონტაჟი და მოწესრიგება;
- მომხმარებელთა უკუკავშირის შეგროვება და მენეჯმენტისთვის დროული მიწოდება;
- კონკურენტული პროდუქციისა და აქტივობების მონიტორინგი;
- ყოველდღიური/კვირეული რეპორტინგი შესრულებული სამუშაოს შესახებ.
ძირითადი მოთხოვნები:
- კომუნიკაბელურობა და თავაზიანობა;
- ქართულ ენის სრულყოფილი ცოდნა;
- სასურველია (არასავალდებულო) ინგლისური ენის ცოდნა სასაუბრო დონეზე;
- ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- პრეზენტაბელურობა;
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV/რეზიუმე შემდეგ მისამართზე: jobs@marshe.ge და წერილის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "კონსულტანტი".
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
