პრომო-კონსულტანტი
- ანაზღაურება
- 100 ₾ / დღე
- მისამართი
- ქ. თბილისი, სავაჭრო ცენტრი "თბილისი მოლი"
სრული აღწერა
"შავი ბუ" წლებია მომხმარებელს სთავაზობს საქართველოში დამზადებულ ხელნაკეთ აქსესუარებს. პროდუქციის შესაქმნელად კომპანია იყენებს უმაღლესი ხარისხის ბუნებრივ მასალებს, რის მეშვეობითაც იქმნება უნიკალური ნივთები.
ბრენდის უკეთესად გასაცნობად შეგიძლიათ ეწვიოთ კომპანიის ვებ-გვერდს ან დაათვალიეროთ Facebook და Instagram გვერდები:
Website: www.ajhandmade.ge — ბმულის გახსნა
Facebook: დამსაქმებლის გვერდის ნახვა
Instagram: დამსაქმებლის გვერდის ნახვა
კომპანია აცხადებს ვაკანსიას პრომო-კონსულტანტის თანამდებობაზე თბილისში.
ჩვენთან თანამშრომლობის უპირატესობები:
- სასიამოვნო სამუშაო გარემო;
- მრავალფეროვანი სამოტივაციო სისტემა;
- განვითარებისა და კარიერული წინსვლის შესაძლებლობა;
- ანაზღაურების კონკურენტუნარიანი სისტემა.
ფუნქციები და მოვალეობები:
- მომხმარებლისათვის პროდუქციის შეთავაზება;
- მაღალი ხარისხის მომსახურების გაწევა;
- პროდუქტებთან დაკავშირებული ინფორმაციის სრულყოფილად მიწოდება;
- მომხმარებლისათვის მიმდინარე აქციების შეთავაზება;
- პროდუქციის გაყიდვა;
- გაყიდული პროდუქციის სისტემაში ასახვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა;
- ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე.
უნარ-ჩვევები:
- კომუნიკაბელურობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- გაყიდვებზე ორიენტირებულობა;
- მომხმარებელზე ორიენტირებულობა;
- ორგანიზებულობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და კეთილსინდისიერება.
სამუშაო განრიგი: სრული განაკვეთი, კვირაში 1-3 დღე.
ანაზღაურება:
- ფიქსირებული ხელფასი - 100 ლარი დღეში;
- ბონუსი - პირადი ნავაჭრიდან პროცენტი.
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, სავაჭრო ცენტრი "თბილისი მოლი".
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ფოტოსურათით ელ. ფოსტის მისამართზე: aj.handmade.aj@gmail.com.
ელ-ფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და ქალაქი.
გისურვებთ წარმატებას!
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
