პროგრამების მართვისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების კოორდინაციის განყოფილების მეორე კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი
- ანაზღაურება
- 1 600 ₾
- ქალაქი
- ამბროლაური
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
სრული აღწერა
თანამდებობის დასახელება:
მეოთხე რანგი - საჯარო დაწესებულების მეორე კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი
პოზიციის დასახელება:
პროგრამების მართვისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების კოორდინაციის განყოფილების მეორე კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი
კონკურსის ტიპი:
ღია კონკურსი
ორგანიზაცია:
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერია
კატეგორია:
სპორტი/ახალგაზრდულ საქმეთა საკითხები
განცხადების ბოლო ვადა:
26.10.2026
თანამდებობრივი სარგო:
1600 ლარი
ადგილების რაოდენობა:
2
სამსახურის ადგილმდებარეობა:
ამბროლაური
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა:
12 თვე
ფუნქციები:
-მასობრივი სპორტის განვითარების ხელშეწყობა;
-მუნიციპალური სტადიონების, სპორტული მოედნების, საცურაო აუზების, სპორტული კომპლექსების მართვა კომპეტენციის ფარგლებში;
-სპორტის სფეროში მუნიციპალური პროგრამების შემუშავების კოორდინაცია/ორგანიზება და მათი მენეჯმენტი;
-სპორტის საკითხებზე პროექტების, მუნიციპალური პროგრამების, სხვადასხვა წინადადებების მომზადება და სამსახურის ხელმძღვანელისთვის წარდგენა;
-მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული განყოფილების კომპეტენციის შესაბამისი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების საქმიანობის ზედამხედველობა და კონტროლი;
-წინადადებების შემუშავება სპორტის დაწესებულებების შექმნის, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის საკითხებზე.
მინიმალური განათლება:
პროფესიული
საკონკურსო თემატიკა:
ა)საქართველოს კონსტიტუცია;
ბ)საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი’’;
გ)საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;
დ)საქართველოს კანონი „ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“;
ე)„სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონი;
ვ) „სპორტის სახელმწიფო პოლიტიკის დოკუმენტის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 4 აპრილის №601 განკარგულება;
ზ),,ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 15.11.2017 წლის N08 დადგენილება.
თ),,ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 30 ივნისის N11 დადგენილება.
საკონკურსო კომისიის მისამართი:
ქ.ამბროლაური, კოსტავას ქN41
საკონტაქტო ტელეფონები:
599 02 06 36, 551 27 25 51
საკონტაქტო პირი:
რუსიშვილი ნინო, ზალკალიანი დოდო
დამატებითი მოთხოვნები:
-სტრატეგიული და კომპლექსური აზროვნების უნარი,
-ინოვაციების წამოწყებისა და მართვის უნარი,
-კომუნიკაბელური,
-ემპათია/თანაგანცდის უნარი,
-ემოციური ინტელექტის მაღალი ხარისხი,
-ინფორმაციის / მონაცემების ანალიზის უნარი,
-ანალიტიკური ანგარიშის მომზადების უნარები,
-პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა,
-დეტალებზე და შედეგებზე ორიენტირება,
-დროის ეფექტური მართვა,
-დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღების და მუშაობის უნარი,
-სტრესულ სიტუაციებში მუშაობა,
-გუნდში მუშაობის უნარი
დამატებითი ინფორმაცია:
ღია კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველმა კანდიდატმა განაცხადის შევსების დროს უნდა ატვირთოს:
- განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
- დოკუმენტები ატვირთულ უნდა იქნეს სახელმწიფო ენაზე (უცხოურენოვანი საბუთის შემთხვევაში საჭიროა მისი ნოტარიულად დამოწმებული თარგმანის წარდგენა);
- კანდიდატი, რომლის მონაცემებიც არ შეესაბამება დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, არასრულად ექნება ატვირთული მითითებული დოკუმენტაცია ან არასრულად/არასწორად შევსებული განაცხადი, ვერ გააგრძელებს კონკურსის მომდევნო ეტაპზე მონაწილეობას;
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა, საქართველოს მოქალაქის პასპორტი, ან მართვის მოწმობა) გარეშე გამოცხადებული კანდიდატი გასაუბრების ეტაპზე არ დაიშვება.
- კონკურსის ეტაპების შედეგების, ასევე ჩატარების ზუსტი ადგილის, თარიღისა და დროის შესახებ კანდიდატებს ეცნობებათ მათ მიერ აპლიკაციაში მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით.
-კანდიდატმა სავალდებულოა შეავსოს სამოტივაციო წერილის ველი.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
კომისია გადაწყვეტილებას იღებს კენჭისყრის საფუძველზე, განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვისა.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
