პროფესიული მასწავლებელი პროგრამისთვის "სასტუმრო მომსახურება"
- ქალაქი
- მცხეთა
- მთავარი მოთხოვნა
- კანდიდატმა "ჩემი რეზიუმეს" შესაბამის ველში შემდეგი დოკუმენტები ატვირთოს
სრული აღწერა
პოზიციის დასახელება:
პროფესიული მასწავლებელი პროგრამისთვის "სასტუმრო მომსახურება"
კონკურსის ტიპი:
სხვა
ორგანიზაცია:
სსიპ - ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯი
კატეგორია:
განათლება/სწავლება
განცხადების ბოლო ვადა:
11.11.2026
თანამდებობრივი სარგო:
შეთანხმებით
ადგილების რაოდენობა:
1
სამსახურის ადგილმდებარეობა:
მცხეთა
ფუნქციები:
სასწავლო პროცესში იყენებს თანამედროვე ტექნოლოგიებს, უახლეს მიღწევებსა და სამუშაო პრაქტიკას;
- იცნობს პროფესიისა და საგანმანათლებლო სტანდარტების მოთხოვნებს, მისაღწევ სწავლის შედეგებს;
- გეგმავს სასწავლო აქტივობებს მოდულისა და სტანდარტის მიხედვით განსაზღვრული სწავლის შედეგების მისაღწევად;
- სწავლის შედეგების შესაბამისად და სტუდენტთა საჭიროებების გათვალისწინებით არჩევს მასტიმულირებელ სწავლის მეთოდებსა და ჩართულია სასწავლო მასალების ადაპტირებაში;
- სასწავლო პროცესის დაგეგმვის პროცესში ეფექტიანად თანამშრომლობს კომპანიის ინსტრუქტორთან და მოწვეულ მასწავლებელთან (საჭიროების შემთხვევაში);
- დისკრიმინაციის თავიდან არიდების მიზნით, ხელს უწყობს განსხვავებულობის მიმართ პოზიტიური დამოკიდებულების ჩამოყალიბებას და უზრუნველყოფს ყველა სტუდენტის თანაბარ ჩართულობას მიუხედავად გენდერის, შესაძლებლობების, რელიგიის, კულტურის, სოციალურ-ეკონომიკური სტატუსისა და სხვა ფაქტორებისა;
- აფასებს პოტენციურ კონფლიქტებს და იღებს ზომებს მათ გადასაჭრელად;
- წაახალისებს პროფესიულ სტუდენტებს გამოთქვან საკუთარი შეხედულებები სასწავლო გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებით, რაც ხელს შეუწყობს მათი საჭიროებების დაკმაყოფილებას;
- ჩართულია სასწავლო გარემოს სწავლის შედეგების შესაბამისად მოწყობაში (A. B. C გარემო);
- სტუდენტებს აცნობს დაგეგმილ სწავლის შედეგებსა და სასწავლო აქტივობებს;
- სასწავლო პროცესში იყენებს სწავლების სხვადასხვა ინტერაქტიულ მეთოდს სწავლის შედეგების შესაბამისად;
- ეხმარება სტუდენტებს მათ წინაშე არსებული გამოწვევების გადაჭრის გზების მოძიებაში;
- აკონტროლებს სტუდენტების პროგრესს, უზრუნველყოფს კონსტრუქციულ უკუკავშირს და საჭიროების შემთხვევაში ცვლილებები შეაქვს სასწავლო პროცესში;
- აღნიშნავს პროფესიული სტუდენტის მიღწევებს და მხარს უჭერს მას პროგრესის შენარჩუნებაში;
- გეგმავს შეფასების პროცესს მტკიცებულებათა ეფექტურად და ეფექტიანად მოპოვების მიზნით;
- ამზადებს შეფასებისთვის საჭირო ყველა რესურსს;
- სტუდენტებს აცნობს შეფასების მიზნებს, კრიტერიუმებსა და მეთოდებს;
- სწავლის შედეგებისა და შესრულების კრიტერიუმების გათვალისწინებით არჩევს შეფასების სანდო, ვალიდურ, ობიექტურ და გამჭვირვალე მეთოდსა და ინსტრუმენტებს;
- შეფასების გეგმისა და შესაბამისი ინსტრუმენტების გამოყენებით აგროვებს სანდო, ვალიდურ,სამართლიან, გამჭვირვალე და ობიექტურ მტკიცებულებებს;
- უზრუნველყოფს ობიექტურ, სანდო, ვალიდურ და გამჭვირვალე შეფასების პროცესს;
- კოლეგებთან და ადმინისტრაციასთან ერთად ერთვება ვალიდაციისა და ერიფიკაციის პროცესში.
- სტუდენტებთან ერთად განიხილავს სტუდენტების შეფასების შედეგებს და საჭიროების შემთხვევაში ეხმარება მათ;
- პროფესიული სტუდენტებისა და კოლეგებისგან იღებს შეფასებაზე უკუკავშირს და საჭიროების შემთხვევაში ცვლის შეფასების არსებულ მიდგომებს;
- არსებული მოთხოვნების შესაბამისად აწარმოებს შეფასებასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას;
- არის პუნქტუალური, საიმედო და მოწესრიგებული;
- პატივს სცემს კოლეგების ინდივიდუალურ როლებსა და მათ პროფესიულ მოვალეობებს;
- თანამშრომლობს კოლეჯის ადმინისტრაციასთან და წვლილი შეაქვს კოლეჯის განვითარებაში;
- დაინტერესებულ მხარეებთან ურთიერთობისას იცავს ეთიკური და ეფექტიანი ურთიერთობის ნორმებს;
- აწარმოებს სტუდენთა აღრიცხვიანობის ჟურნალს და ყოველკვირეულად აწვდის პროგრამის ხელმძღვანელს;
- საკუთარი პედაგოგიური და პროფესიული საქმიანობის შეფასების მიზნით იყენებს კოლეგებისა და პროფესიული სტუდენტებისგან მიღებულ უკუკავშირს.
მოთხოვნები
მინიმალური განათლება:
პროფესიული
საკონკურსო კომისიის მისამართი:
მცხეთის რაიონი, სოფ.წინამძღვრიანთკარი.ილია წინამძღვრიშვილის ქN2 ა
საკონტაქტო ტელეფონები:
577 55 61 53;577 21 50 90
საკონტაქტო პირი:
ლამზირა აბაიაძე
დამატებითი მოთხოვნები:
პროფესიული განათლების მასწავლებელი შეიძლება იყოს პირი, რომელსაც აქვს მე-4 საფეხურის პროფესიული განათლება "სასტუმრო საქმის" მიმართულებით, ან უმაღლესი განათლება ტურიზმის მენეჯმენტის მიმართულებით, , ან გავლილი აქვს კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები შესაბამისი მიმართულებით ან/და შესაბამისი მიმართულებით აქვს მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება.
სასურველია ერთ-ერთი უცხო ენის ცოდნა .
პროგრამით გათვალისწინებულია შემდეგი დარგობრივი მოდულები კანდიდატს უნდა შეეძლოს მოდულის/მოდულების განხორციელება.
- სტუმარპასპინძლობის შესავალი
•ეთიკა და ეტიკეტი მომსახურების სფეროში
•სასტუმროს პერსონალისა და ადმინისტრაციული პროცესების უზრუნველყოფა
•სასტუმროს დაჯავშნისა და მიღება-განთავსების პროცედურების უზრუნველყოფა
•სასტუმროს დასუფთავების მომსახურებების უზრუნველყოფა
•სასტუმროს კვებისა და სასმელების მომსახურების უზრუნველყოფა
- სასტუმროს უსაფრთოების უზრუნველყოფა
•შესყიდვებისა და მარაგების კონტროლi
•პრობლემური სიტუაციების მართვა
•სასტუმროს გაყიდვებისა და მარტივი მარკეტინგული საქმიაობის უზრუნველყოფა
•ინგლისური ენა მომსახურების სფეროსთვის
ვაკანტურ პოზიციაზე შერჩეული კანდიდატი ასევე ვალდებულია შეასრულოს
პროგრამის ხელმძღვანელის შემდეგი ფუნქცია-მოვალეობები:
- ვალდებულია ჩართული იყოს პროგრამის შემუშავების პროცესში და გაუწიოს კოორდინირება .
- ზრუნავს პროგრამის ადეკვატურ განხორციელებაზე;
- ათავსებს პრაქტიკისა და თეორიის კომპონენტებს;
- ზრუნავს პროგრამის შინაარსზე;
- ზრუნავს პროგრამისა და მის განსახორციელებლად საჭირო მატერიალური და ადამიანური რესურსის განვითარებაზე;
- ჩართულია( საჭიროების შემთხვევაში) ვალიდაციის პროცესში;
- პროგრამის ხელმძღვანელი სასწავლო პროცესის მენჯერთან ერთად ჩართულია შეფასების მტკიცებულებების შეგროვებაზე.
- კომუნიკაციაშია პროფესიულ სტუდენტებთან და პროფესიულ მასწავლებელთან პროგრამის განხორციელებისას.
- ჩართულია ვერიფიკაციის პროცესში ინტერესთა კონფლიქტის დაცვით.
დამატებითი ინფორმაცია:
დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა შეავსონ აპლიკაცია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებული ვებ-გვერდის ( vacancy.hr.gov.ge)მეშვეობით.
- აუცილებელია კანდიდატმა "ჩემი რეზიუმეს" შესაბამის ველში შემდეგი დოკუმენტები ატვირთოს:
- განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
- კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) .
კანდიდატების საყურადღებოდ:
ა/ სამუშაო ადგილად განისაზღვრება მცხეთის რაიონი სოფ.წინამძღვრიანთკარი . სსიპ ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯი;
ბ/შესრულებული სამუშაოს ანაზღაურება გაიცემა ჩატარებული საათების შესაბამისად - ერთი საათის ანაზღაურება განისაზღვრება 24 .00 ლარით.
გ/ საკონკურსო ეტაპების (საბუთების გადარჩევისა და გასაუბრების) წარმატებით გავლისა და კანდიდატის მიერ ჩატარებული სატესტო ლექციის საფუძველზე დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, სავალდებულო დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოდგენის შემდგომ კანდიდატთან გაფორმდება შრომითი ხელშეკრულება.
დ) ვაკანსიაზე რეზიუმეს (CV) გამოგზავნით კანდიდატი ადასტურებს თანხმობას, რომ მისი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს მიმდინარე შერჩევის პროცესის მიზნებისთვის.
ე) იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატი არ იქნება შერჩეული აღნიშნულ ვაკანსიაზე, მისი რეზიუმე შესაძლოა კომპანიამ შეინახოს 1 (ერთი) წლის ვადით მომავალში შესაბამისი ვაკანსიების არსებობის შემთხვევაში კანდიდატთან დაკავშირებისა და თანამშრომლობის შესაძლებლობის განხილვის მიზნით.
ვ) კანდიდატს უფლება აქვს ნებისმიერ დროს მოითხოვოს მისი პერსონალური მონაცემების გასწორება, განახლება, წაშლა ან მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.ამისათვის მიმართეთ საკონტაქტო პირს
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
საკონკურსო კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს ხმათა უმრავლესობით, განაცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არა უგვიანეს 3 თვის ვადაში;
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
